გაიგეთ როგორ უნდა მოამზადოთ კარტოფილი “ფრი” ზეთის გარეშე! ძალიან მარტივია…


კარტოფილი ყველას უყვარს. განსაკუთრებით კი ბავშვებს! ამიტომაც, გთავაზობთ მისი მომზადების ჯანსაღ და მარტივ მეთოდს…

დაგჭირდებათ:

• 5-7 ც. კარტოფილი
• 2 ც. კვერცხის ცილა
• პაპრიკა, მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება:

1. დაჭერით გათლილი კარტოფილი 1 სანტიმეტრი სისქის ნაჭრებად.

2. გათქვიფეთ კვერცხის ცილა მანამ, სანამ თხელი ქაფი არ მოედება. მოაყარეთ მარილი, შავი პილპილი და პაპრიკა სასურველ ირაოდენობით. კარგად აურიეთ.

3. ჩააწყვეთ კარტოფილი ჯამში და მოასხით მას გამზადებული მიქსტურა.

4. გაახურეთ ღუმელი 200-220 გრადუს ცელსიუსზე. საცხობ ჭურჭელზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი (პერგამენტი), დააწყვეთ მასზე კარტოფილი და ამზადეთ ღუმელში 7-10 წუთის განმავლობაში. შემდეგ მოაშორეთ ქაღალდი საცხობ ჭურჭელს და განაგრძეთ კარტოფილის მომზადება მეორე მხრიდან მანამ, სანამ არ მიიღებს ოქროსფერ შეფერილობას.

ასევე დაგაინტერესებთ: ყაბაყისა და საქონლის ხორცის ბრაწულა! მოამზადეთ გემრიელი და ნოყიერი სადილი…