გაიგეთ როგორ უნდა მოამზადოთ იდეალური ბისკვიტი! ეს ძალიან გამოგადგებათ…


1. პირველ რიგში საჭიროა ინგრედიენტები პროპორციულად სწორად გადაანაწილოთ. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია : 6ც. კვერცხი; 1 ჭიქა შაქარი; 1 ჭიქა ფქვილი, მწიკვი სოდა ან 1 ჩ. კ გამაფხვიერებელი.

2. გათქვეფამდე კვერცხი შეინახეთ საყინულეში 10-15 წუთით, რომ მომზადებამდე კარგად იყოს გაგრილებული.

3. გაგრილებული კვერცხი აქვიფეთ მაღალ სიჩქარეზე, მიქსერის თავი ამოძრავეთ ზედაპირზე, ზოგჯერ კი უმოძრაოდ ჩატოვეთ ჯამის ძირში.

4. როცა კვერცხის მოცულობა 4-5-ჯერ გაიზრდება, თანდათანობით ჩაუმატეთ შაქრის პატარა პორციები.

5. გამორთეთ მიქსერი და მასაში ჩააცერით ფქვილი. აურიეთ კოვზით. დაუმატეთ საკვები სოდა ან გამაფხვიერებლი.

6. დაფარეთ საცხობი ჭურჭელი პერგამენტით და მოაყარეთ ფქვილი. ჩაასხით ბისკვიტის ცომი. ბოსკვიტის ცომი წინასწარ გახურებულ ღუმელში უნდა აცხოთ, არაუმეტეს 180 გრადუს ცელსიუსზე. აცხვეთ 45 წუთის განმავლობაში. (ცხობის დრო საცხობი ჭურჭელის დიამეტრზეა დამოკიდებული)

7. უმჯობესია ცხობისას ღუმელის კარი არავითარ შემთხვევაში არ გააღოთ, რადგან შესაძლოა ბისკვიტი ჩავარდეს.

8. საცხობ ფორმაშივე გააგრილეთ ბისკვიტი და მხოლოდ ამის შემდეგ ამოიღეთ.

ასევე დაგაინტერესებთ: ნახეთ როგორ უნდა მოამზადოთ ფუმფულა ზეფირი სახლის პირობებში!