გაიგეთ, როგორ მოამზადოთ განსხვავებული და ძალიან გემრიელი ნაყინი, სახლის პირობებში!


მოგწონთ სტატია?
Send to a friend

ზაფხულის ცხელ დღეებში ნაყინზე უკეთესი დესერტი არ მოიძებნება! ნაყინის მომზადება რომ სახლშიც მარტივად შეიძლება ეს ცნობილია. ამ ვიდეოში ნაჩვენებია როგორ მოვამზადოთ არა კლასიკური, არამედ განსხვავებული გემოს ნაყინები ძალიან მარტივად.

დაგჭრდებათ:

• 2 ჭიქა ნაღები
• 400 მლ შესქელებული რძე
• 1 ჩ.კ ვანილის ექსტრაქტი

როგორც ვიდეოშია ნაჩვენები, მთავარია მოამზადოთ ნაღებისა და რძის მიქსი, რომელსაც დაუმატებთ სასურველ გემოს და გაყინავთ. მიქსერით გათქვიფეთ ცივი ნაღები და როცა მიიღებთ ერთგვაროვან, ფუმფულა მასას, ჩაუმატეთ ცივი, შესქელებული რძე და გათქვიფეთ საშუალო სიჩქარეზე. მიღებულ მასას დაუმატეთ სასურველი ტოპინგი და გაყინეთ მინიმუმ 4 საათის განმავლობაში.

ასევე დაგაინტერესებთ: მიირთვით ალუბლის კლაფუტი! მოამზადეთ უგემრიელესი, ფრანგული დესერტი მარტივად.