ძალიან გემრიელი და მარტივი კერძი, რომელიც იდეალურია ლანჩისთვის! ეს უნდა სცადოთ…


გთავაზობთ გემრიელ და ადვილად მოსამზადებელ სასუსნავს, რომელიც იდეალურია ლანჩისა და საუზმისთვის…

დაგჭირდებათ:

• 3-4 ც. თხელი ლავაში
• 200 გრ. მაგარი კონსისტენციის ყველი
• ოხრახუში ან კამა (სასურველი რაოდენობით)
• 2ც. კვერცხი
• 1 ჩ. კ ფქვილი
• მარილი და პილპილი გემოვნებით
• ზეთი

მომზადება:

1. წვრილად დაჭერით მწვანილი, ყველი გახეხეთ და ერთმანეთს გადაურიეთ.

2. ააწყვეთ ლავაში ფენებად და მათ შორის მოათავსეთ ყველისა და მწვანილის შიგთავსი. დაჭერით მიღებული ფენებიანი კერძი მართკუთხედებად.

3. გათქვიფეთ კვერცხი ფქვილთან ერთად. მოაყარეთ მას მარილი და პილპილი სურვილისამებრ.

4. თითოეულ მართკუთხედს წაუსვით კვერცხისა და ფქვილის მასა და შეწვით ზეთში.

ასევე დაგაინტერესებთ: ხაჭოს ვარენიკების რეცეპტი ზარმაცებისთვის! ეს აუცილებლად უნდა სცადოთ…

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend