10 გასაოცარი რამ, რაც ნუშის შესახებ არ იცოდით… ეს სასარგებლოა!


ნუში ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და ჯანსაღი სასუსნავია, თუმცა, მის მირთმევას ხშირად ერიდებიან მაღალკალორიულობის გამო. ეს გარკვეულწილად მართალიცაა: მხოლოდ 100 გრ. ნუშის მირთმევის შემთხვევაში, თქვენ დღიური კალორიული ნორმის 29% უკვე მიღებული გექნებათ. თუმცა, ნუშს იმდენი კარგი თვისება აქვს, რომ მისი მიღება რაღაც დოზით მაინც, აუცილებელია.

1. ნუში აჯანმრთელებს თმასა და კანს

ნუში შეიცავს დიდი რაოდენობით E ვიტამინს, რაც კოლაგენისა და ელასტინის შენარჩუნებაში გიწყობთ ხელს. შესაბამისად, თქვენი კანი და თმა ჯანმრთელად და ახალგაზრდულად გამოიყურება.

2. ნუში დაგეხმარებათ წონის დაკლებაში

დიახ, მიუხედავად იმისა, რომ ნუში მაღალკალორიულია, საერთაშორისო ორგანიზაციამ, Journal of Obesity, დაადგინა, რომ ნუშზე ორიენტირებული დიეტით პაციენტი ბევრად უფრო მალე და ეფექტურად იკლებს, ვიდრე ნახშირწყლებზე ორიენტირებული ალტერნატივით. ეს გამოწვეულია იმ ცხიმების შემადგენლობით, რომელსაც ნუში შეიცავს.

3. ამცირებს გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკს

ეს გემრიელი თხილეული დიდი რაოდენობით შეიცავს ომეგა-3, ცხიმოვან მჟავას, რომელიც ეხმარება თქვენს გულს რეგულარულ და ჯანსაღ მუშაობაში.

4. ამცირებს დიაბეტის რისკს

ის ანტიოქსიდანტები, რომლებსაც ნუში შეიცავს, დიაბეტთან ბრძოლის ბუნებრივი და ეფექტური გზაა. ნუში ხელს უწყობს სისხლში შაქრის შემცველობისა და ინსულინის დარეგულირებასა. ამიტომაც, კერძისთვის ცოტაოდენი ნუშის დამატება არასოდესაა ცუდი იდეა.

5. ამცირებს ქოლესტერინს

უკვე აღვნიშნეთ, რომ ნუში ცხიმოვან მჟავებს შეიცავს, რომლებიც სისხლძარღვების გაჯანსაღებას ხელს უწყობს.
6. გავსებთ ენერგიით

მაგნიუმითა და B ვიტამინით მდიდარი ნუშის ნაყოფი ფაქტიურად ენერგეტიკული სასმელის ბუნებრივი ვარიაციაა.

7. შველის ყაბზობას

მომავალში, როცა ყაბზობა შეგაწუხებთ, აბების ნაცვლად ნუშს მიმართეთ. ბევრი ამტკიცებს, რომ ნუში საუკეთესო გამოსავალია.

8. ხელს უწყობს ტვინის ფუნქციონირებას

შეიცავს რა დიდი რაოდენობით ფენილალანინს, ნივთიერებას, რომელიც შეცნობაში გვეხმარება და ტვინს გვივითარებს. ამიტომ, მოხუცებმა და ბავშვებმა მეტი ნუში უნდა მიიღონ.

9. სასარგებლოა ორსულებისთვის

ბოჭკოვანი მჟავები, რომლებსაც ნუში შეიცავს, ხელს უწყობს უჯრედების ზრდასა და ქსოვილის ჩამოყალიბებას.

10. აჯანსაღებს ძვლებს

ნუში მდიდარია ფოსფორით, ამიტომ, ის ხელს უშლის ოსტეოფოროზის განვითარებას და ზოგადად ამაგრებს ძვლებს.

ასევე დაგაინტერესებთ: 12 უგემრიელესი ბუტერბროდის იდეა! ეს აუცილებლად უნდა გასინჯოთ…