მოამზადეთ უგემრიელესი ყვავილოვანი კომბოსტოს ბრაწულა ყველით!


დაგჭირდებათ:

• 1 დიდი თავი ყვავილოვანი კომბოსტო
• 1 ც. კვერცხი
• 1 ჭიქა რძე
• 2 ს. კ ფქვილი
• 2 ჩ. კ მარილი
• 1/2 ჩ. კ შავი წიწაკა
• 1 1/2 ჭიქა გახეხილი ყველი მოცარელა
• 2 ს. კ გახეხილი პარმეზანი
• 1 ს. კ დაჭრილი ოხრახუში

მომზადება:

1. აადუღეთ წყალი ფართო ჯამში და გაახურეთ ღუმელი 180 გრადუს ცელსიუსზე. ადუღეთ დაჭრილი ყვავილოვანი კომბოსტო 5 წუთით.

2. ათქვიფეთ ერთად რძე და კვერცხი. შეათქვიფეთ მას ფქვილი, მარილი, შავი წიწაკა და 1 ჭიქა მოცარელა. ჩაყარეთ მასში ყვავილოვანი კომბოსტო და აურიეთ.

3. მოათავსეთ მიღებული მიქსი საცხობ ჭურჭელში და მოაყარეთ დარჩენილი მოცარელა. აცხვეთ 25 წუთის განმავლობაში, შემდეგ გამოიღეთ უმელიდან და მოაყარეთ პარმეზანი და ოხრახუში.

ასევე დაგაინტერესებთ: მოამზადეთ უგემრიელესი კომბოსტოს სალათი მარტივად!