გამოაცხვეთ უგემრიელესი, ფუმფულა პური სახლის პირობებში! ძალიან მარტივია…


როცა ადამიანებს საკუთარი ხელით გამომცხვარ პურს ასინჯებ, ისინი ფიქრობენ, რომ ნამდვილი სამზარეულოს ჯადოქარი ხარ! ამიტომ, რეცეპტი მთლიანად შეცვლის თქვენს ცხოვრებას სამზარეულოში, რადგან ასე ადვილი პურის გამოცხობა არასოდეს ყოფილა. შემოთავაზებული ხერხით პური ძალიან მარტივი და გემრიელი გამოდის.

დაგჭირდებათ:

• 500 გრ. ფქვილი
• 2 ჩ. კ მარილი
• 2 ჭიქა ნელთბილი წყალი
• 2 ჩ. კ შაქარი
• 2 ჩ. კ მშრალი საფუარი
• 2 ს. კ კარაქი (ოთახის ტემპერატურის მქონე)

მომზადება:

1. პატარა ჯამში გახსენით შაქარი წყალში და მოაყარეთ საფუარი წყლის ზედაპირზე. არ მოურიოთ და დაასვენეთ მიქსი 10-15 წუთით. ამასობაში, ფართო ჯამში აურიეთ ერთმანეთს ფქვილი და მარილი. როცა საფუარის მიქსი მომზადდება, გაფუვდება, გადაურიეთ ფქვილში და აურიეთ მანამ, სანამ ფქვილს სითხე მთლიანად შეიწოვს.

2. გადააფარეთ ჯამში სამზარეულოს ტილო და მოათავსეთ თბილ ადგილას 1 საათით, რომ აფუვდეს.

3. გაახურეთ ღუმელი 220 გრადუს ცელსიუსზე და ცეცხლგამძლე ჯამები დაამუშავეთ კარაქით. ჯამიდან მზა ცომი გადმოიტანეთ ზედაპირზე და გაყავით ორ ნაწილად და მოათავსეთ თითოეული მომზადებულ ჯამებში.

4. ამ მდგომარეობაშიც დაასვენეთ ცომი 20-30 წუთით თბილ ადგილას. ოდნავ ამოსული ცომი კი აცხვეთ ჯამებშივე 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაუწიეთ ტემპერატურას 180 გრადუსამდე და დატოვეთ პური ღუმელში კიდევ 15 წუთით. მზა პური ადვილად უნდა ამოიღოთ ფორმიდან და დაასვენოთ 10 წუთით დაჭრამდე.

ასევე დაგაინტერესებთ: გასინჯეთ უგემრიელესი, ფენოვანი ცომით მომზადებული, სპირალური ღვეზელი! მარტივია…

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend