კონკია, პრინცესა თუ ჯოკონდა? რა ტიპის ქალბტონი ხართ თქვენ? მარტივად გაიგეთ ეს


1

ყველაზე არაორდინალური და საინტერესო ტესტი, 97%-იანი სიზუსტით!

ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ ქალბატონების 3 ტიპი არსებობს: კონკია, პრინცესა და ჯოკონდა. უპასუხეთ შეკითხვებს და გაიგეთ, რომელი მათგანი ხართ თქვენ.

1. რას არ აპატიებდი საყვარელ ადამიანს არასოდეს?

ა. ყველაფრის პატიება შეიძლება, მთავარია ეს გაიაზრო და ბრაზისგან გათავისუფლდე.
ბ. ტყუილს, სიძუნწეს, არაეთიკურ ქცევებს: ადამიანი, რომელიც შენს გვერდით იქნება, ღირსეული უნდა იყოს.
გ. ღალატს. თუ ერთხელ მისდამი ნდობას დავკარგავ, პარტნიორთან ვეღარასოდეს ვიქნები.

2. შეგიძლია, შენს ურთიერთობას (წარსულს ან ახლანდელს), ბედნიერი უწოდო?

ა. რა თქმა უნდა. ჩვენ შორის ყველაფერი მომხდარა, ცუდიც და კარგიც, მაგრამ მე შემიძლია იმით დავტკბე, რაც მაქვს.
ბ. 50/50-ზე, მე, რა თქმა უნდა, მეტს ვიმსახურებს, განსაკუთრებით, მის ყურადღებას.
გ. დიახ. მე არასოდეს მივდივარ კომპრომისებზე და ყოველთვის შემიძილია იმ ურთიერთობის გაწყვეტა, რომელიც ბედნიერებას არ მანიჭებს. სწორედ ამაშია სიყვარულის მთელი საიდუმლო.

3. რას ფიქრობ იმ ქალბატონებზე, რომლებიც მამაკაცებთან რაიმეს გამორჩენის მიზნით ცხოვრობენ?

ა. ეს საშინელებაა! როდესაც ქალი კაცთან მატერიალური მდგომარეობის გამო ცხოვრობს, აქ პროსტიტუციასთან გვაქვს საქმე.
ბ. მე მესმის მათი. ბოლოს და ბოლოს, ფინანსები ყოველთვის დიდ როლს თამაშობს ურთიერთობაში.
გ. ასეთ ქალებს უნდა თანაუგრძნო. მათ არ შეუძლიათ, თავად იყვნენ რეალიზებულნი, ამიტომაც, ქმრის ხარჯზე რეალიზდებიან.

4. კაცებს შენ გამო სისულელეები ჩაუდენიათ?

ა. ასეთი სიტუაციებისგან თავს შორს ვიჭერ, თუ ადამიანი მიყვარს, რა საჭიროა რაიმეს დამტკიცება?
ბ. რა თქმა უნდა! სპონტანური დასვენება ზღვაზე, ძვირფასი საჩუქრები… მე ეს მომწონს…
გ. ყოფილა ასეთი შემთხვევებიც, თუმცა, ვერ ვიტყოდი, რომ ისინი ჩემთვის დიდ რამეს ნიშნავს. მთავარია ურთიერთგაგება.

5. დიდხანს მარტო ყოფნა შეგიძლია?

ა. სიყვარულის გარეშე ვერ ვძლებ. ამიტომაც, მარტოობა რთულად გადამაქვს.
ბ. არა! მამაკაცი ქალს განსაკუთრებულ სტატუსს სძენს და საერთოდაც, ბუნებამ წყვილებად შეგვქმნა.
გ. დიახ! მე არ მივიჩნევ მამაკაცებს წამლებად, რომლებიც მარტო ყოფნის სირთულეს განკურნავს. რადგანაც მხოლოდ თავდაჯერებულ ადამიანს შეუძლია, ურთიერთობა ააგოს.

6. გეშინია, შენს პარტნიორთან საკუთარ სურვილებსა და გრძნობებზე საუბრის?

ა. შესაძლოა! ჩემი სურვილები ზოგჯერ, ეგოისტურია და მათ შესახებ ხმამაღლა საუბრის მრცხვენია.
ბ. როგორც წესი – არა, მაგრამ ზოგჯერ, ენას კბილი უნდა დააჭირო – თვითონ მიხვდეს ყველაფერს.
გ. არცერთი წუთით. ვერ ვხედავ იმ ადამიანთან ურთიერთობის აზრს, რომელთანაც ვერ გავიხსნები.

7. ბავშვები, ოჯახი, სამზარეულო… ეს შენი სფეროა?

ა. რა თქმა უნდა! მთელი ცხოვრება ამაზე ვოცნებობდი!
ბ. თუ ჩემი მეუღლე შეძლებულია, მაშინ – კი. თანაც, თუ ოჯახის გარდა, რაიმე სხვა საინტერესო საქმიანობითაც შევძლებ დაკავებას.
გ. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ცოლ-ქმარს შორის მოვალეობები თანაბრად უნდა იყოს გადანაწილებული.

8. როგორია იდეალური ქალბატონი?

ა. მზრუნველი, ნაზი, კეთილი, დამთმობი: ჩვენ ოდითგანვე ასეთები ვიყავით, მაგრამ დღესდღეობით, ეს რატომღაც დაივიწყეს.
ბ. პრეტენზიული, მომხიბვლელი, კეკლუცი, კარგი მსახიობი: ქალურობა – შინაგანი და გარეგნული სილამაზის ნაზავია.
გ. ეს იგივეა, რაც იდეალური ადამიანი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. იდეალურობას სქესი არ გააჩნია.

თუ შენს პასუხებში სჭარბობს: „ა“ – შენ ნამდვილი კონკია ხარ.

მოკრძალებული ხარ, ამიტომაც, ძალიან კარგი ურთიერთობა გიყალიბდება მამაკაცებთან. მათ მოსწონთ რომ დაცვა გჭირდება. ბევრი „კონკია“, იოლად პოულობს ბედნიერებას, რადგან მარტივი რაღაცებით კმაყოფილდება. თუ შენ ბუნებით ასეთი ხარ, დაფიქრდი, შენთვის მამაკაცები უფრო მნიშვნელოვანია თუ შენი თავი?

თუ შენს პასუხებში ჭარბობს: „ბ“ – შენ პრინცესა ხარ

ასეთ ქალბატონებს ძუკნებს და ეგოისტებს უწოდებენ, მაგრამ ისინი არ შეიცვლებიან. პრინცესა მომთხოვნი, კეკლუცი და მომხიბვლელია. მამაკაცები მის გამო ჭკუიდან იშლებიან. მას სიამოვნებს ძლიერი სქესით მანიპულირება და ამით ამაყობს კიდეც. ის ზედმეტად ქალური და მგრძნობიარე იმისთვის, რომ მარტო იყოს. პრინცესას ავიწყდება, რომ გარდა თამაშებისა და ფლირტისა, მამაკაცსა და ქალს შორის სიყვარული და ურთიერთგაგება უნდა იყოს.

თუ შენს პასუხებში ჭარბობს: „გ“ – შენ ჯოკონდა ხარ

ძლიერი ქალები მსოფლიო ისტორიაში ყოველთვის დიდ როლს თამაშობდნენ. ჯოკონდა გონიერი, თავდაჯერებული და გასაოცრად ჭკვიანია. მას არ სჭირდება თამაშები: მამაკაცები ისედაც მზად არიან, მისი ნებისმიერი სურვილი უსიტყვოდ შეასრულონ.
ჯოკონდას არ სჭირდება რომანტიკა და ძვირფასი საჩუქრები. მას სურს, გვერდით ძლიერი მამაკაცი ჰყავდეს.
მაგრამ ბევრ მამაკაცს ამ ტიპის ქალბატონების ეშინია, ამიტომაც შესაძლებელია, ის მარტო დარჩეს. არც ამაზე იდარდებს, თავისი თავიც ჰყოფნის… და მხოლოდ ნამდვილი სიყვარულის გამო დაიწყებს ვინმესთან ურთიერთობას.

ასევე დაგაინტერესებთ: ფსიქოლოგიური ტესტი: აირჩიე ნახატი და გაიგე რამდენად მიმზიდველი ხარ

loading...