კომბოსტოს ცივი კომპრესი ყველა მეძუძურმა დედამ უნდა სცადოს ამ მიზეზის გამო…


მკერდის შესიება, დისკომფორტი, ტკივილი ის პრობლემებია, რომლებიც ახალ დედებს აწუხებთ. როცა დედა შვილს ძუძუთი კვებავს, მისთვის ნაცნობია ის სიტუაციები, როდესაც მკერდი უდიდდება, უმძიმდება და თავს არაკომფორტულად გრძნობს. დაბადებიდან პირველ დღეებში სავსე მკერდი ნორმალურია, მაგრამ გადაჭარბება მტკივნეული შეიძლება იყოს. ხშირად კვება ამცირებს სარძევე ჯირკვლების გაუხეშებას.

რამდენიმე რჩევა სარძევე ჯირკვლების გაუხეშების წინააღმდეგ:

o ბავშვის კვებამდე, მკერდის ნაზი მასაჟი.

o სანამ რძის გამოდინება დაიწყება, მკერდის დატენიანება.

o მკერდზე კომპრესები და ნაზი მასაჟი ბავშვის კვების დროს.

ეს შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ არსებობს ეფექტური, მარტივი, ნატურალური და იაფი საშუალება – კომბოსტო, რომელიც ცივ კომპრესად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ეს კი შეგიმცირებთ ტკივილსა და შესიებას. მეცნიერები
დარწმუნებულები არ არიან, ზუსტად რა იწვევს ამ შედეგს: ცივი კომპრესი თუ კომბოსტოს ფურცლები. ყოველ შემთხვევაში ეს საშუალება ნატურალური და ეფექტურია. კომბოსტო შეიცავს პოლიფენოლების დიდ რაოდენობას, რომელიც ანტიანთებითი უპირატესობებით გამოირჩევა. ამიტომ არის, რომ კომბოსტოს ფურცლების მკერდზე დადება ამცირებს ტკივილს.


როგორ უნდა გამოვიყენოთ კომბოსტო?

1. კომბოსტოს თავი მაცივარში შედგით იქამდე, სანამ ის არ გაცივდება. შეგიძლიათ გამოიყენოთ წითელი ან მწვანე კომბოსტო. უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ წითელი კომბოსტო ბიუსჰალტერზე ლაქებს დაგიტოვებთ.

2. 2 შიგნითა ფურცლები გამოიღეთ. კომბოსტოს თავი კი ისევ უკან მაცივარში შედგით.

3. 2 ფურცელს ცივი წყალი გადაავლეთ.

4. თითოეული ფურცლის შუიდან ღერო ფრთხილად ამოაჭერით. დარწმუნდით, რომ კომბოსტოს ფურცელი ზუსტად ერგება მკერდს. ძუძუს თავი არ უნდა დაიფაროს.

5. დაიდეთ ცივი, სუფთა ფურცელი მკერდზე და გაიჩერეთ ისე, როგორც ცივ კომრპესს გაიჩერებდით. ასევე შეგიძლიათ ბიუსჰალტერის ჩაცმაც.

6. კომბოსტოს ფურცლები დაიტოვეთ 20 წუთით ან მანამდე, სანამ ისინი გათბებიან.

7. გაიმეორეთ მაშინ, როცა მკერდის შესიებას ან ტკივილს იგრძნობთ.

ასევე დაგაინტერესებთ: ისეირნე დღეში ოცი წუთი და შვიდი წლით დიდხანს იცოცხლებ! შეაჩერე დაბერების პროცესი!