კისრის 10 საუკეთესო ვარჯიში, რომელიც გაჯანსაღებაში დაგეხმარებათ! ეს უნდა სცადოთ…


ნიკაპის ქვეშ მოშვებული კანი ბევრი ადამიანის პრობლემაა, ჩვენ გთავაზობთ ეფექტურ ვარჯიშებს, რომელიც დაგეხმარებათ კანის დაჭიმვასა და კისრის გაჯანსაღებაში.


1. კისრის კუნთები

მოადუნეთ კისრის კუნთები, მოკუმეთ პირი დაჭმეთ სახე. აიხედეთ ზემოთ და დაჭიმეთ კისერი, ეცადეთ გაჩერდეთ რამდენიმე წამი. შემდეგ მოდუნდით და გაიმეორეთ იგივე.

2. გაჩერება

მიატყუპეთ ტუჩები, სამი თითი ვერტიკალურად დაიდეთ ქვედა ტუჩის ქვემოთ და დააყრდენით მას ნიკაპი. ნელა ჩამოწიეთ თითები ისე, რომ კანის დაჭიმვით ტუჩები ერთმანეთს დაშორდნენ, შემდეგ კვლავ შეაერთეთ. გაიმეორეთ რამდენჯერმე.

3.ნიკაპი
დადექით და გაიხედეთ პირდაპირ. შეწიეთ და გამოწიეთ ნიკაპი ისე რომ არ გაამოძრაოთ სხეული.

4.კისრის დაჭიმვა

დაიდეთ ხელი ლავიწის ძვალზე, ფრთხილად ამოძრავეთ ზემოთ და ქვემოთ, მიეცით კისრის კუნთებს განტვირთვის საშუალება.

5.გრავიტაცის გამომწვევი
პირველ რიგში მოადუნეთ კისერი, ისუნთქეთ ღრმად, აწიეთ ნიკაპი და აკოცეთ ჰაერს, გაწიეთ ტუჩები მაქსიმალურად შორს. გაიმეორეთ 12-ჯერ

6.კისრის დაგრძელება
დაიდეთ ორივე ხელი კისრის გარშემო და აქაჩეთ ზემოთ, თითქოს კისრის დაგრძელებას ცდილობთ, გაჩერდით 30 წამით და მოადუნეთ კუნთები.

7.თევზი
გააკეთეთ ტუჩებით რგოლი (როგორც ბავშვობაში თევზს აჯავრებდით) აწიეთ ნიკაპი ზემოთ და გაჩერდით ამ მდგომარეობაში ნახევარი წუთი.


8.სწრაფი თევზი

გაიმეორეთ ზემოთ აღწერილი აქტივობა სწრაფად, შეყოვნების გარეშე, 20-ჯერ.

9.ენა
დაჯექით კომფორტულად, ენა მიადეთ საას. მოადუნეთ თავი და დახარეთ ჯერ ქვემოთ შემდეგ ზემოთ, გაიმეორეთ 12-ჯერ.
შენიშვნა: ეს აქტივობები შგეიძლიათ გააკეთოთ ეტაპობრივათ და არა ერთ ჯერზე.

ასევე დაგაინტერესებთ: ისეირნე დღეში ოცი წუთი და შვიდი წლით დიდხანს იცოცხლებ! შეაჩერე დაბერების პროცესი!