
ამ დიეტას მეორენაირად კიბესაც უწოდებენ. აუცილებელია მისი დაცვის დროს ყოველდღე წყალი დალიოთ – არა ნაკლები 2 ლიტრისა.
დიეტა „კიბის“ საფეხურები
პირველი საფეხური. გაწმენდა.
ჩვენ უნდა მოვემზადოთ დიეტისთვის, ამიტომ კუჭ-ნაწლავის გაწმენდა აუცილებელია. ამაში ვაშლი და გააქტიურებული ნახშირბადი დაგეხმარებათ.
მენიუ: 1 კგ ვაშლი, 12 ტაბლეტი გააქტირებული ნახშირბადი, გამოხდილი წყალი. არ არის აუცილებელი 1 კილოგრამი ვაშლი ბოლომდე შეჭამოთ.
მეორე საფეხური. სამკურნალო
გაწმენდის შემდეგ კუჭ-ნაწლავის მიკროფლორა რომ აღვადგინოთ, მეორე დღე ცილოვან საკვებს უნდა დავუთმოთ.
მენიუ: 1 ლიტრი მოხდილი კეფირი, 600 გრამი უცხიმო ხაჭო, გამოხდილი წყალი.
მესამე საფეხური. ენერგეტიკული
დიეტის მესამე დღეს აუცილებელია ენერგიის აღდგენა.
მენიუ: 2 ს/კ თაფლი, 300 გრამი ქიშმიში, 2 ლიტრი კომპოტი ჩირისგან.
მეოთხე საფეხური. გამაძლიერებელი
მეოთხე დღეს ისევე, როგორც მეორე დღეს, ცილოვანი დიეტა უნდა დაიცვათ.
მენიუ: 500 გრამი მოხარშული ქათმის ფილე, ოხრახუში, გამოხდილი წყალი.
მეხუთე საფეხური. დაწვა
ბევრი ენერგიის დახარჯვა წონის დაკლებაში დაგვეხმარება, რადგან ამ დროს ცხიმოვანი მასები იწვება.
მენიუ: 200 გრამი მარცვცვლეულისგან დამზადებული ფაფა, 1 კგ საყვარელი ხილი და ბოსტნეული, გამოხდილი წყალი.
უმჯობესია, ყოველი დიეტის დაწყების წინ ექიმს მიმართოთ რჩევით, მითუმეტეს იმ შემთხვევაში, თუ რამე ქრონიკული დაავადება გაწუხებთ.