ხრაშუნა ღვეზელი კენკრის შიგთავსით-ეს აუცილებლად უნდა სცადოთ!


გთავაზობთ უგემრიელესი ღვეზელის რეცეპტს, მოამზადეთ ხრაშუნა ცომი ჟოლოს შიგთავსით, ყურადღებით გაეცანით და სცადეთ თქვენც!

ინგრედიენტები შაქრის საფუძვლისთვის:

– ½ ჭ არაჟანი
– 150 გ ნაღების კარაქი
– 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
– ½ ჭ შაქარი
– 2 ს/კ ფქვილი

ინგრედიენტები არაჟნის შიგთავსისთვის

– 2 ს/კ ფქვილი
– 1 ჭ შაქარი
– 1 კვერცხი
– 1 ს/კ არაჟანი

ინგრედიენტები კენკრის შიგთავსისთვის:

– 350 გ გაყინული ჟოლო

მომზადება:

1. სანამ ცომის მომზადებას დაიწყებთ, გამოიღეთ ჟოლო საყინულედან.

2. დაიწყეთ ცომის მომზადება, აურიეთ შაქარი და არაჟანი

3. გაადნეთ ნაღების კარაქი

4. გააგრილეთ კარაქი და აურიეთ შაქრისა და არაჟნის კომბინაციასთან.

5. ფქვილს დაუმატეთ გამაფხვიერებელი და კარგად აურიეთ ცომი, უნდა გამოვიდეს ელასტიური და რბილი.

6. აიღეთ საცხობი ფორმა, სასურველია ჰქონდეს მაღალი გვერდები. მთლიან ზედაპირზე ჩაასხით ცომი და და გაუკეთეთ კიდეები.

7. დაიწყეთ შიგთავსის მომზადება. აურიეთ მიქსერის დახმარებით კვერცხი, შაქარი, ფქვილი და არაჟანი.

8. გადაანაწილეთ ჟოლო ფორმაში არსებულ ცომზე და მოასხით მომზადებული არაჟნის შიგთავსი.

9. შედგით გახურებულ საცხობში, გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, დაახლოებით 1 საათის განმავლობაში.

10. გააგრილეთ ღვეზელი და მიირთვით!

ასევე დაგაინტერესებთ: მან ლორისგან და ყველისგან რულეტი გააკეთა, შემდეგ კი… გემრიელი კერძის მარტივი რეცეპტი