ხაჭოს ორცხობილა, რომლის მომზადებას მხოლოდ 30 წუთი უნდა! გემრიელი გამოდის…


ბევრ ჩვენგანს ხაჭო არ უყვარს, განსაკუთრებით ბავშვებს! ამიტომ ჭკვიანი დედები, რომლებმაც ხაჭოს უპირატესობების შესახებ იციან, ქმნიან ისეთ რაციონს, რომელსაც ბავშვი აუცილებლად შეჭამს.

დღეს შემოგთავაზებთ ხაჭოს ორცხობილას, რომლის მომზადებას მხოლოდ 30 წუთი უნდა.

ინგრედიენტები:

• 250 გრამი ხაჭო

• 100 გრამი მარგარინი ან კარაქი

• 250 გრამი ფქვილი

• 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი

• 100 გრამი შაქარი

• ცოტაოდენი მარილი

• დარიჩინი (სურვილისამებრ)

• შაქარი მოსართავად

მომზადება:

1. ხაჭო შეურიეთ გახეხილ მარგარინს (ან კარაქის), დაუმატეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი.

2. მოზილეთ ცომი და მაცივარში 30 წუთით შედგით.

3. როცა ცომს გამოიღებთ, 0.5 სანტიმეტრის სისქით გააბრტყელეთ. ჭიქის მეშვეობით მრგვალი ფორმები გამოვჭრათ.

4. ყოველი მრგვალი ფორმა ერთი მხრიდან ამოავლეთ შაქარში. დაშაქრული ნაწილი შეკეცეთ შიგნიდან. მიღებული ნახევარი წრე ერთი მხრიდან კვლავ ამოავლეთ შაქარში და დაშაქრული ნაწილი შეკეცეთ შიგნიდან. მიღებული სამკუთხედი კვლავ ამოავლეთ შაქარში.

5. ორცხობილა დაშაქრული ნაწილიდან დადეთ საცხობ ფორმაზე და აცხვეთ 180°С-ზე 25-30 წუთით.