ხალხური მეთოდი მასტოპათიის სამკურნალოდ! ეს დაგაინტერესებთ!


ფიბროზულ-კისტოზური დაავადება ანუ მასტოპათია სარძევე ჯირკვლების კეთილთვისებიანი დაავადებაა. ის შეიძლება გამოწვეული იყოს ჰორმონალური ბალანსის დარღვევითა და რეპროდუქციული სისტემის სხვადასხვა დაავადებით.

დაავადებულები მკერდის არეში დისკომფორტს გრძნობენ, აქვთ სიმძიმის შეგრძნება და ტკივილი სარძევე ჯირკვლებში.
მენსტრუალური ციკლის დროს ძუძსთავებიდან აღინიშნება ბლანტი სითხის მოდინება. მკერდის შემოწმების დროს ისინჯება კვანძები (ზოგჯერ მტკივნეული), რომელთა ზომა დამოკიდებულია ციკლის დღეებზე.

მასტოპათიის მკურნალობის დროს ექიმს შეუძლია დაგინიშნოთ სხვადასხვა ვიტამინი (В6, А და Е),პრეპარატები, რომლებიც აუმჯობესებენ ჰორმონალურ ფონს. არ გაგიკვირდეთ, როცა გაიგებთ, რომ მასტოპათიის საბოლოო წამალი არ არსებობს, რადგან ეს უკანასკნელი ორგანიზმის მდგომარეობა უფროა, ვიდრე დაავადება.

მასტოპათიის ხალხური წამალი


ინგრედიენტები:

• 1 ჩ/კ კატაბალახას დანაყული ფესვი

• 2 ჩ/კ კრაზანის ბალახი

• 1 ჩ/კ პიტნის ფოთლები

• 0.5 ჩ/კ გვირილას ყვავილი

• 1 ჩ/კ დიდი კამის თესლი

• 1 ჩ/კ კვლიავის თესლი

მომზადება და მიღება

1. აურიეთ ყველა ინგრედიენტი მშრალი ფორმით და ჰერმატულად დახურულ კონტეინერში მოათავსეთ.

2. ერთ ჭიქა ადუღებულ წყალში მიღებული მასის 1 ს/კ დაამატეთ. დაახურეთ თავსახურს და დაელოდეთ 30 წუთი.
3. მიღებული ჩაი დღეში ჭამამდე 3-ჯერ 1/3 ჭიქის რაოდენობით დალიეთ.

მკურნალობის მინიმალური კურსი 3 თვეა.