კაცმა, რომელიც ადრე ქალი იყო, შვილი გააჩინა ქალისგან, რომელიც ადრე კაცი იყო!


ფერნანდო და დიანა ბედნიერი წყვილია. მათ უყვართ ერთმანეთი და სულ ცოტა ხნის წინ ბავშვიც ეყოლათ – ბიჭი, რომლის სახელი ჯერ არ მოუფიქრებიათ.

თითქოს ეს ისტორია არაფრით არის გამორჩეული, მაგრამ დაკვირვებით შეხედეთ სურათს. საავადმყოფოს საწოლზე ქმარი წევს, ხოლო ცოლს მნახველებისთვის განკუთვნილი ქუდი ახურავს.

ფოტოგრაფია არ ტყუის! ბავშვი ფერნანდომ გააჩინა, რომლის მამა მისივე ცოლი – დიანა გამოდის.

წყვილის ისტორია საინტერესოა.

სინამდვილეში, ფერნანდოს ბიოლოგიური სქესი მდედრობითია და ადრე მარია ერქვა. ის ტრანსგენდერია.

მარია ყოველთვის დისკომფორტს განიცდიდა საკუთარი სხეულისადმი. შემდეგ კი გადაწყვიტა სქესი შეეცვალა.

ერთხელ ტრანსგენდერებისთვის განკუთვნილ ტრენინგზე, ის შეხვდა დიანას. როგორც აღმოჩნდა, მათ არა მარტო საერთო გემოვნება და შეხედულება, არამედ ერთნაირი ისტორიაც ჰქონდათ. დიანაც ტრანსგენდერია, რომელიც ადრე ლუისის სახელით ცხოვრობდა.

ახალგაზრდები ერთმანეთს ხვდებოდნენ. საბედნიეროდ, მათ სქესის შეცვლის ოპერაციის დასრულება ჯერ ვერ მოასწრეს, რადგან შვილის ყოლა გადაწყვიტეს.

ვუსურვოთ ბედნიერება ამ გამბედავ წყვილს!