კაცი ორსულობის ტესტმა გადაარჩინა. ის ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ასე მოხდებოდა…


fu

ჯოზეფ მაკდონალდსი ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ორსულობის ტესტი მის სიცოცხლეს გადაარჩენდა…

მეგობარ გოგოს დაშორებულმა ჯოზეფმა რატომღაც ორსულობის ტესტის გავლა გადაწყვიტა. უცნაურია, მაგრამ ტესტმა მისი ფეხმძიმობა დაადასტურა.

შედეგით გაკვირვებულმა ჯოზეფმა ექიმებს მიმართა. ახალგაზრდას სათესლე ჯირკვლების კიბოს დიაგნოზი დაუდგინდა. როგორც ირკვევა, ჰორმონი, რომელიც ორსულობის დროს გამომუშავდება, ასევე თავს იჩენს იმ მამაკაცების ორგანიზმში, რომლებსაც სათესლე ჯირკვლების კიბო აქვთ.

დაავადება პროგრესირებდა. სამწუხაროდ, მეტასტაზები ფილტვებში გავრცელდა.

ქიმიოთერაპიის კურსმა ჯოზეფს კიბო დაამარცხებინა. ახლა ის ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. ჯოზეფის მკურნალი ექიმის თქმით, რომ არა ორსულობის ტესტის უცნაური მაჩვენებელი და დროულად დაწყებული მკურნალობა, ჯოზეფის გადარჩენა შეუძლებელი იქნებოდა.

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend