კაფეში შესულ ადამიანებს იქ შიშველი ოფიციანტები ხვდებიან. მათი რეაქცია ძალიან სახალისოა


1

მოგწონთ სტატია?
Send to a friend

კომპანია „ნესტლემ“ ახალი პროდუქცია გამოუშვა და მისთვის რეკლამის გასაწევად, ასეთი რამ მოიფიქრა: მან დაიქირავა მსახიობები, რომლებიც ადამიანებს შიშვლები ემსახურებოდნენ. ეს იყო მნიშვნელოვანი მესიჯი, რათა საზოგადოებას სცოდნოდა, რომ კომპანიის პროდუქცია აბსოლუტურად ნატურალურია.

ზოგიერთი მომხმარებელი მართლაც ძალიან დაიბნა. შიშველი ოფიციანტები კი პასუხობდნენ: „ ჩვენ ყველანი ნატურალურები ვართ, ისევე, როგორც ჩვენი ახალი პროდუქცია. ის მხოლოდ 4 ინგრედიენტს შეიცავს: რძეს, კრემს, შაქარსა და ნატურალურ არომატიზატორს.“

შემდეგ, ადამიანები მართლაც იწყებდნენ ყავის გასინჯვას და იდეითაც ძალიან კმაყოფილები რჩებოდნენ.

loading...