კანადის პოლიციამ 3 წლის ბავშვი არასწორად გაჩერებული მანქანის გამო დააჯარიმა


preview-1200x628-99-1436518052

კანადის ქალაქ გალიფაქსში ძალიან მკაცრი პოლიციაა. ამაზე ის მეტყველებს, რომ პოლიციის თანამშრომელმა 3 წლის ბავშვი არასწორ ადგილას გაჩერებული სათამაშო მანქანის გამო დააჯარიმა და საგზაო წესების მნიშვნელობაზე ლექცია წაუკითხა.

სინამდვილეში კი პოლიციელმა ყალბი ჯარიმა მას შემდეგ დაწერა, რაც ბავშვის მამა პოლიციელს დაელაპარაკა.

პატარა ბიჭუნას სახელად დეკლანს ძალიან უყვარს პოლიციელები. ასე რომ მას ახლა ჯარიმის ფურცელზე პოლიციელის ავტოგრაფი აქვს და როდესაც გაიზრდება ეს “ჯარიმა”ყოველთვის სასიამოვნო მოგონებებს აღუძრავს.

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend