კაკამ რონალდოს მხარდასაჭერად კომენტარი გააკეთა


ბრაზილიელის აზრით ფანებს მეტი პატივისცემა და დაფასება მართებთ რონალდოს მიმართ.

რონალდო მანჩესტერიდან მადრიდში 2009 წელს გადაბარგდა. იქიდან მოყოლებული 7 სეზონში 350 გოლის გატანა მოახერხა. მოიგო ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა.

კაკა, რომელიც 4 წლის განმავლობაში თამაშბდა რონალდოს გვერდით, დარწმუნებულია, რომ პორტუგალიელი ფანებისაგან მეტ დაფასებას იმსახურებს.

“კრისტიანო რონალდო ბრწყინვალე ფეხბურთელია, მე მხოლოდ მის შესაძლებლობებზე არ ვსაუბრობ, არამედ მის ნამოქმედარზე, რაც მან მადრიდული კლუბისთვის გააკეთა ფასდაუდებელია.” ამჟამად ორლანდო სიტის ნახევარმცველმა კაკამ განუცხახდა Cadena Cope-ს.

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend