იცოდით, რომ კაცები, რომლებიც ჭკვიან ქალებზე ქორწინდებიან, უფრო დიდ ხანს ცოცხლობენ?


6763860-20120221192429284-1474382742-650-e68c5d478f-1474442641

საინტერესოა, როგორ წარმოუდგენიათ კაცებს იდეალური ცოლი? არის თუ არა ამ უკანასკნელთა ინტელექტი ბევრად ღირებული?

როგორც ჩანს, არის.

საიდუმლო არაა, რომ ძლიერი ინტელექტუალური შესაძლებლობები პიროვნულ მაღალ თვისებებზე მეტყველებს. ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ როცა ეს თვისება ქალებში გხვდება, მისი პარტნიორის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლიობა იზრდება, ხოლო დემენციის რისკი მცირდება. ამ კვლევის ექსპერიმენტში მონაწილეობა იტენტურმა ტყუპებმა მიიღეს. როგორც აღმოჩნდა, მათ ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე გავლენას გარშემო მყოფი ახლობელი ადამიანები ახდენდნენ.

კვლევების მიხედვით ის კაცები, რომლებიც ჭკვიან ქალებზე ქორწინდებიან, ცხოვრობენ უფრო დიდხანს და ბედნიერად. ასევე დემენციისა და ალცჰაიმერის რისკის ქვეშ ნაკლებად დგანან. კარგად ცნობილია, რომ ინტელექტუალური თამაშები მოცემული დაავადებების რისკს ამცირებს. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, პარტნიორი რომელიც რეგულარულად ასტიმულირებს თქვენს ინტელექტს, აქვს პოზიტიური ეფექტი კოგნიტურ შესაძლებლობებზე. აბერდენის სამედიცინო-სამეცნიერო უნივერსიტეტის პროფესორი ლაურენს ვაილი ამბობს: „რაც ბიჭს სჭირდება არის ის, რომ დაქორწინდეს ჭკვიან ქალზე“

გოგოები, რომლებიც საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობებით ამაყობენ, არიან უფრო დამოუკიდებლები. ბიჭებს, რომლებიც ზუსტად ასეთ ხასიათის შტრიხებს იზიარებენ, აქვთ უფრო მტკიცე ურთიერთობა და სასიამოვნო ოჯახური ატმოსფერო შვილებთან და ცოლებთან. სამწუხაროდ, საზოგადოებაში არსებობს აზრი, რომ ქალის სილამაზე უფრო დაფასებული უნდა იყოს, ვიდრე მისი ინტელექტი. მაგრამ კვლევები აჩვენებს, რომ კაცი, რომელიც პარტნიორის ინტელექტუალური შესაძლებლობებით უფრო დაინტერესებულია, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ბევრად ჯანმრთელია.