ისინი უკაცრიელ ადგილას დგანან და ისეთი რამის შექმნას ცდილობენ, რაც შეუძლებელია!..


1

მოგწონთ სტატია?
Send to a friend

ამ მოკლემეტრაჟიანი ფილმის სახელწოდებაა – „ამბიცია“. გარდა იმისა, რომ ფილმის სცენარი მეცნიერებას ეფუძნება, ამბიცია სწორედ ის ძალაა, რომელიც ადამიანებს აძლიერებს! ამბიცია ის ძალაა, რომელიც შეუძლებელ რამეებს შეგვაძლებინებს! სწორედ მისი საშუალებით ვსწავლობთ ჩვენც შეცდომებზე, მივდივართ რისკზე და, უბრალოდ, ვვითარდებით!

ვიდეოში ოსტატი და შეგირდი რეკონსტრუქციას უკეთებენ და ქმნიან პლანეტებს, კომეტებს და ა.შ. ისინი იკვლევენ კომეტებს და იდეებს შორეული მომავლიდან.

გოგონა მთელი ძალით ცდილობს, შექმნას პლანეტები, მაგრამ არაფერი გამოსდის.

ამ დროს, ჩნდება ოსტატი და მას გაყოლას სთხოვს.

– რა არის დედამიწის მთავარი მამოძრავებელი ძალა? – კითხულობს ოსტატი.

– წყალი. – პასუხობს გოგონა.

– დიდი ხნის განმავლობაში, წყლის საწყისი და, საერთოდ, ცხოვრებაც, დედამიწაზე, საიდუმლოებებით იყო მოცული და ახლაც ასეა! ამიტომაც, ჩვენ პასუხების ძებნა დედამიწის მიღმა დავიწყეთ. საიდან გაჩნდა ამდენი წყალი? იმ დროს, ჩვენ კომეტებს მივუბრუნდით. ტრილიონ ციურ ყინულის ბურთს… დავისახეთ ერთი ამბიციური გეგმა. შენი აზრით, რისთვის გვჭირდებოდა ეს ყველაფერი?

– ცოდნისთვის.

– დიახ, მაგრამ ისიც გვინდოდა, გვეჩვენებინა, რაც შესაძლებელი იყო. მას შემდეგ არაფერი შეცლილა, გარდა იმისა, რომ ამბიციისა და შეუპოვრობის წყალობით, დაცემის შემდეგ, წამოვდექით და ყველაფერს შევეგუეთ. ადრეც გიყურებდი, როდესაც პლანეტების შექმნას ცდილობდი და ძალით გიშლიდი ხელს, მაინტერესებდა, რა რეაქცია გექნებოდა, შენ ყველაფერს სწორად აკეთებდი… ახლა, მზად ხარ, დაიწყე!
გოგონა იწყებს ყველაფრის თავიდან შექმნას…

– ყოჩაღ! – აქებს ოსტატი.

მართლაც ძლიერი და შთამაგონებელი ვიდეოა…

loading...