ისინი საუბრობენ თუმცა ერთმანეთს ვერ ხედავენ. შუქი ინთება და მათი აზრები სრულიად იცვლება


1

მოგწონთ სტატია?
Send to a friend

იარლიყები ქილებისთვისაა განკუთვნილი და არა ადამიანებისთვის. “კოკა-კოლა” ამ შეტყობინების გავრცელებას ცდილობს. ეს ვიდეო ინტერნეტ-სივრცეში 4 ივლისს გამოჩნდა და უკვე დიდი მოწონება დაიმსახურა, როგორც კრეატიულმა სოციალურმა რეკლამამ. ვიდეოში ნათქვამია, რომ ადამიანის გარეგნობის მიხედვით, განსასჯელად მხოლოდ 7 წამია საკმარისი.

6 ერთმანეთისთვის უცნობი ადამიანი ბნელ ოთახში მოათავსეს. თითოეული მათგანი საკუთარ თავს აღწერს. შემდეგ, დანარჩენები ამბობენ, რას ფიქრობენ მის შესახებ, ვინ არის, როგორია ეს პიროვნება და ა.შ. ამ ყველაფრის მერე, ირთვება შუქი და ყველა გაოცებულია, რადგან ადამიანები, რომელთა შესახებაც გარკვეული წარმოდგენები ჩამოუყალიბდათ, აბსოლუტურად სხვანაირად გამოიყურებიან. მათ წინაშე ის სტერეოტიპი იმსხვრევა, რომლის მიხედვითაც, ერთმანეთს გარეგნული მხარის მიხედვით ვაფასებთ. აშკარაა, რომ ჩვენი შეფასებები ხშირად უსამართლოა!..

ვიდეოს ბოლოს, კაცებს სთხოვეს, სკამების ქვემოდან ყუთები გამოეღოთ. მათში „კოკა-კოლას“ ქილები ედო, რომლებსაც მხოლოდ ერთი წინადადება ეწერა: „იარლიყები სჭირდება ქილებს და არა ადამიანებს“.

loading...