ისეირნე დღეში ოცი წუთი და შვიდი წლით დიდხანს იცოცხლებ! შეაჩერე დაბერების პროცესი!


თუ გსურს, ჯანმრთელობა გაიუმჯობესო, გაიმაგრო გულის კუნთი, გაიძლიერო იმუნიტეტი და ძვალკუნთოვანი სისტემა, მაშინ, ფეხით უნდა იარო. რაც მთავარია, ის გვეხმარება ზედმეტი წონის დაკლებაში.

გერმანელმა მკვლევარებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი. მასში მოანწილეობას 69 ადამიანი იღებდა. მოხალისეები ადრე სპორტს არ მისდევდნენ და არც რაიმე ნივთიერებაზე დამოკიდებულება აწუხებდათ. კვლვის ფარგლებში, ისინი ყოველდღიურად 20 წუთის განმავლობაში, ფეხით სეირნობდნენ და სისხლის ანალიზს იკეთებდნენ. აღმოჩნდა, რომ მათი ორგანიზმის დაბერების პროცესი შენელდა. ფეით სიარული არა მხოლოდ ახალგაზრდობის შენარჩუნებაში გეხმარებათ, არამედ ადამიანები ცოცხლობენ 3-7 წლით მეტს, ვიდრე ისინი, ვინც პასიური ცხოვრების წესს მისდევენ.

ასევე, ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ სპორტი საუკეთესო ანტიდეპრესანტია და ანელებს დემენციის პროცესს.

სპორტული ცხოვრების დაწყება გვიანი არასდროსაა. ტუ 50-60 წლის ხართ და ზომიერად ივარჯიშებთ, ინფარქტის რისკი 50%-ით შემცირდება. ვარჯიშის დაწყება 70 წლის ასაკშიც შესაძლებელია, ამ დროს, კარდიოვასკულარული დაავადებების გაჩენის რისკი 10%-ით იკლებს.

ისეირნეთ დღეში 20 წუთის განმავლობაში, რათა გულ-სისხლძარღვთა სისტემა კარგ მდგომარეობაში დარჩეს. ასევე, მოწევას თავი უნდა დაანებოთ!

ასევე დაგაინტერესებთ: 5 ტიპის მუცელი და მათი მოშორების მეთოდები… წაიკითხე და გაილამაზე შენი ცხოვრება!

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend