ის ულტრაბგერით გამოკვლევაზე ბავშვის მხართან უცნაურ წარმონაქმნს ამჩნევს.მითი თუ რეალობა?


1

ჯენიფერს მშობიარობა ორი კვირით გვიან დაეწყო, ვიდრე ის დანიშნული იყო. ჩვილის პულსი ძალიან სწრაფად ეცემოდა, მაგრამ დედა დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. მას ამისათვის ერთი საოცარი მიზეზი ჰქონდა.

29 წლის ჯენიფერმა დედას თავისი პატარას 16 კვირის სურათი გაუგზავნა, რომელზეც მან ემბრიონის მხარს ზემოთ უცნაური ქმნილება შენიშნა, ის ძალიან ჰგავდა ანგელოზს. სწორედ ამ ფაქტმა იქონია გავლენა ახალგაზრდა ქალის რწმენაზე, რომ ბავშვი კარგად იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ იქამდე მუცელი ორჯერ მოეშალა.

რამდენიმე თვით ადრე, ჯენიფერის ქმრის დედა მკითხავს ეწვია. მან ორი რამ იწინასწარმეტყველა: ბავშვს ანგელოზი დაიფარავდა, ოჯახის ერთ-ერთი წევრი კი სიმსივნით დაავადდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ მუცელში ბავშვს ჭიპლარი კისერზე ჰქონდა შემოხვეული, ის გადარჩა და ჯანმრთელი დაიბადა. ექვსი თვის შემდეგ, ჯენიფერს მკერდის კიბო დაუდგინეს და სიმსივნური წარმონაქმნი სამჯერ ამოკვეთეს. ქალი განიკურნა, მაგრამ ავადმყოფობის შედეგად, ის უნაყოფო გახდა.

„მე მჯერა სიკვდილის შემდეგ სულის არსებობის და მსგავსი რამეების. ვიცი, რომ ჩემს შვილს ანგელოზი იფარავდა.“ – ამბობს ახალგაზრდა ქალი.

ბიჭუნა ახლა ორი წლისაა.

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend