ის სამი წლის ასაკში მოიტაცეს. დედამ ვაჟი 15 წლის მერე, სოციალური ქსელის მეშვეობით იპოვა


1

მოგწონთ სტატია?
Send to a friend

ეს ბიჭი 15 წლის წინ მოიტაცეს და ამაში მთავარი დამნაშავე მამამისია.

სამ წლამდე ბავშვი დედასთან იზრდებოდა. შემდეგ, მას მეუღლემ უთხრა, რომ პატარას სამოგზაუროდ წაიყვანდა, მაგრამ უკან აღარასოდეს დაბრუნებულან.
ბიჭმა არ იცოდა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც მექსიკაში იზრდებოდა, დედა მას ეძებდა. „განადგურებული ვიყავი, იმედიც აღარ მქონდა, რომ საკუთარ ვაჟს ვიპოვიდი.“- აცხადებს ქალი.

შემდეგ, სასწაული მოხდა. ჯონათანმა სოციალურ ქსელში საკუთარი ბავშვობის ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც უფროს ძმასთან ერთადაა აღბეჭდილი, იმედოვნებდა, რომ, ამ გზით, მისგან შორს მყოფ ოჯახს იპოვიდა.

…და ასეც მოხდა, დედა, რომელსაც შვილი მოსტაცეს, 15 წლის განმავლობაში, თანამშრომლობდა გამოძიებასთან.

მან შვილი იპოვა და ახლა, როგორც თავად ამბობს, ყველაზე ბედნიერია…

loading...