ის, რასაც არცერთი დედა არ ეტყვის საკუთარ შვილს. ამის შემდეგ დედას უფრო დააფასებთ


mother-and-child_1681173c

შენ გამო მას ხშირად უტირია

ის ატირდა, როდესაც გაიგო რომ ფეხმძიმედაა, როდესაც გაგაჩინა და პირვლად აგიყვანა ხელში. ეს იყო ბედნიერების ცრემლები.

ნამცხვრის ბოლო ნაჭერი მას უნდოდა

მაგრამ, როდესაც შენს თვალებს ხედავდა, ბოლო ნაჭერს ყოველთვის შენ გითმობდა, რადგან ის მზადაა შენს სასიკეთოდ ყველა თავისი სურვილი დათრგუნოს.

ეს მტკივნეულია

სტკიოდა, როდესაც თმას აწიწკნიდი, ფრჩხილებით კაწრავდი. შენ გამო გაეზარდა მუცელი და შენ გამო იტანჯებოდა, როცა გაჩენდა.

მას ყოველთვის ეშინოდა

შენს დასაცავად ყველაფერს აკეთებდა, მას არ უნდოდა, ხელში სხვას აეყვანე, რადგან დარწმუნებული იყო, რომ მხოლოდ მას შეეძლო შენი უსაფრთხოდ დაჭერა. მისი გული ორჯერ ძლიერად ძგერდა, როდესაც პირვლად გაიარე. ყოველთვის მზად იყო დაეცავი და კოშმარული სიზმრისგან შეშინებულს ყოველთვის გამშვიდებდა.

იცოდა რომ იდეალური არაა

ის საკუთარი თავის ყველაზე დიდი კრიტიკოსია. თავისი ყველა ნაკლი იცის და ზოგჯერ ამის გამო საკუთარ თავს ვერ იტანს. უნდოდა იდეალური დედა ყოფილიყო, მაგრამ ისიც ადამიანია და ადამიანები ხშირად უშვებენ შეცდომებს. ხშირად დროის უკან დაბრუნება უნდოდა, რომ შეცდომა გამოესწორებინა მაგრამ ამაოდ. იცოდე, ის ყველაფერს აკეთებდა, რომ უკეთესი ყოფილიყო.

გიყურებდა როგორ გეძინა

ხშრად შუაღამისას საათობით ლოცულობდა, რომ მშვიდად დაგეძინა. ძლივს ახელდა თვალს, მაგრამ იავნანას მაინც გიმღეროდა. როცა იძინებდი, მისი დაღლილობა თითქოს სადღაც ქრებოდა და შენი ყურებით ტკბებოდა. მიუხედავად უძილობით ჩაწითლებული თვალებისა ამ დროის ის უდიდეს სიყვარულს გრძნობდა.

ის 9 თვეზე მეტხანს ზრუნავდა შენზე

ხელები ეღლებოდა. ზურგი სტკიოდა, მაგრამ ხელში სულ ეჭირე, იმიტომ, რომ მასთან ახლოს გინდოდა ყოფნა.ის გულში გიკრავდა, უყვარდი, გკოცნიდა, გეთამაშებოდა. მასთან თავს უსაფრთხოდ გრძნობდი.

შენი ყოველი ატირება გულს უკლავდა

როგორც კი დაინახვდა, რომ თვალები გიცრემლიანდებოდა, ყველაფერს აკეთებდა დაემშვიდებინე. თუ ეს არ გამოსდიოდა,მისი გული ნაწილებად იშლებოდა.

შენ მისთვის მუდამ პირველ ადგილას იყავი

შეეძლო, აბაზანის, საჭმლის და ძილის გარეშე ყოფილიყო, მაგრამ შენი ინტერესები ყოველთვის ყველაფერზე წინ იდგა, შენთვის ყველაფრს აკეთება. მთელს დღეს გითმობდა და დღის ბოლოს საკუთარი თავისთვის არცერთი წუთი არ რჩებოდა. მეორე დღეს იღვიძებდა და ყველაფერი თავიდან იწყებოდა, რადგან შენ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხარ.

ის მეორედაც ასე მოიქცეოდა

იყო დედა – ეს ყველაზე რთული სამუშაოა. ტკივილის, უძილო ღამეების და დაღლილობის მიუხედავად, ის ამ რთულ გზას შენთვის მეორედ ისევ გაივლიდა.

ასევე დაგაინტერესებთ: დაუჯერებელია, მაგრამ ამ ქალა მანქანაში 4 კილოგრამიანი ბავშვი გააჩინა!

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend