ის ლურჯად ღებავს ქილას. შედეგი ძალიან კარგია. მარტივად შეიქმენით სადღესასწაულო განწყობა


a4393f8ecdd2cb255db442ea180c7061

მოგწონთ სტატია?
Send to a friend

სადღესასწაულო განწყობის შექმნა, განსაკუთრებით, ზაფხულში, ძალიან სასიამოვნოა, მითუმეტეს, რომ ეს სეზონი თავისთავად ბადებს ადამიანში ჰარმონიის განცდას.

გთავაზობთ ვიდეო-გაკვეთილს, რომლის დახმარებითაც, ძალიან იოლად შექმნით ახალსა და ლამაზ ნივთებს. ეს ძალიან მარტივია!
პირველი ნამუშევრის შესაქმნელად დაგჭირდებათ:

სამი ცალი ცარიელი ქილა;
მისაწებებელი ბრჭყვიალა ქაღალდები;
ფუნჯები;
ფერადი მისაკრობი ქაღალდი.

პირველ რიგში, ქილები შეღებეთ თეთრი საღებავით, შემდეგ, მიაწებეთ ფერადი ქაღალდები, ორ ფენად მიასხურეთ მათ საღებავის სპრეი და დაელოდეთ გაშრობას; როდესაც საღებავი გაშრება, მოაცილეთ ფერადი ქაღალდები. თუ თეთრი საღებავი ცოტაოდენი რაოდენობით ქაღალდებს აყვება, შეგიძლიათ, ქილებს ფუნჯებით თავიდან გადაუსვათ ან დატოვოთ იგივე მდგომარეობაში.
თქვენი ახალი დეკორატიული ქილები მზადაა 🙂

ამ სათამაშოებზე ბავშვები ნამდვილად გაგიჟდებიან. 🙂

დაგჭირდებათ:

ტუალეტის ქაღალდის ცარიელი გრაგნილი;
ფერადი ქაღალდები;
მისაკრობი ქაღალდები;
ბუშტები;
კონფეტი.

ფერად ქაღალდს წაუსვით წებო, შემოახვიეთ გრაგნილზე და გარედან ცოტაოდენი წებოვანი ქაღალდით დაამაგრეთ. მოაჭერით ბუშტს თავი და გრაგნილის თავზე ფერადი მისაკრობით დაამაგრეთ. ჩაყარეთ გრაგნილში კონფეტი. სულ ეს არის, გაახარეთ თქვენი პატარები 🙂

ძალიან ლამაზი მარაოს გაკეთება სულ ხუთ წუთს წაგართმევთ.

დაგჭირდებათ:
ფერადი ქაღალდები
ცოტაოდენი ძაფი

მიეცით ქაღალდს ისეთი ფორმა, როგორიც ვიდეოშია ნაჩვენები და გადაკეცეთ; როცა ბოლომდე გადაკეცავთ, შეამოწმეთ, არ გაიშალოს. ბოლოში, გაუკეთეთ მას ძაფი. გაგრილდით ზაფხულის სიცხეში 🙂

ჩვენი ვიდეო-გაკვეთილი თემატურად ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს, 4 ივლისს დაემთხვა :)

loading...