ის გაზქურაზე პლასტმასის კონტეინერს აცხელებს. ფერადი და ლამაზი ნივთები თქვენი სახლისთვის


1

მოგწონთ სტატია?
Send to a friend

რა უნდა იყოს იმაზე ცუდი, როდესაც შვებულებიდან სახლში ბრუნდები და ყვავილები დამჭკნარი გხვდება? განსაკუთრებით მათთვის, ვინც ძალიან ამაყობს საკუთარი მცენარეებით.

რა თქმა უნდა, ცოცხალი ყვავილების სურნელი განუმეორებელია, მაგრამ, ზოგჯერ, ხელოვნური ყვავილები არც ისე ცუდი იდეაა.

კაცი, ვიდეოში, გვასწავლის, თუ როგორ გავაკეთოთ ხელოვნური ყვავილები და მათი ქოთნები.

დაგჭირდებათ:

დეკორატიული ქაღალდი

ცარციანი საღებავი

მწვანე და ყვითელი ლენტები

პლასტმასის ბოთლები

ფერადი კენჭები

მავთული

მაკრატელი

ფუნჯი

საამქროს დანა

წებოს იარაღი

დეკორატიული ქაღალდი მაგიდაზე ისე მოათავსეთ, რომ ზოლები ქვემოთ მოხვდეს. დააკარით მას მწვანე ლენტი. გამოჭერით მისგან სამი ცალი ფერადი ქაღალდი. ლენტი ჯერ ოთხკუთხედებად დაჭერით, შემდეგ კი 0 ფოთლების ფორმა მიეცით ( დაახლოებით, 10 პატარა ფოთოლი, 10 – საშუალო და 10 – დიდი).
ორი პატარა ფოთოლი მოკეცეთ და დააწებეთ. განაგრძეთ მოკეცვა და დაწებება ცენტრიდან გარეთა მიმართულებით. გარეთა მხარეს დაამაგრეთ ყველაზე დიდი ზომის ფოთლები.

როგორ დავამზადოთ ყვავილების ქოთნები:

გაჭერით მავთული რამდენიმე ნაწილად. ის დეკორატიული ქაღალდის სადა მხარეს მწვანე ლენტით დააწებეთ. ისინი ყვავილების „ღეროები“ იქნება.

გამოჭერით გრძელი და თხელი ფოთლები.

ცეცხლზე ფრთხილად გააცხელეთ პლასტმასის კონტეინერები, რათა ფორმა შეიცვალონ. გადაუსვით მათ ცარციანი საღებავის რამდენიმე ფენა. მოათავსეთ მათში პენოპლასტის ნაჭერი. მასზე დაამაგრეთ გრძელი ფოთლები და ქოთანში ჩაყარეთ ფერადი კენჭები.

ხელოვნური ყვავილებისა და მათი ქოთნების დამზადება იმაზე ბევრად მარტივია, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ 🙂

ეს თქვენს სახლს სინათლეს, სიმყუდროვესა და სილამაზეს შეჰმატებს 🙂

loading...