ის ალკოჰოლს და ყავას 15 თვის განმავლობაში არ სვამდა. რა მოხდა შემდეგ? საინტერესოა


ტობიას შნეიდერი რესურს Semplice–ის ერთ–ერთი დამფუძნებელია. არც ისე დიდი ხნის წინ ტობიასმა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარა– მან ალკოჰოლურ სასმელებზე და ყავაზე უარი თქვა. 1 წლის და 3 თვის შემდეგ, მან საზოგადოებას მოუყვა თუ რა ცვლილებები მოხდა მის ცხოვრებაში. 


“15 თვის განმავლობაში ალკოჰოლს არ ვიღებდი და ყავა არ დამილევია. ახლა მომხდარ ცვლილებებზე მოგიყვებით:
1. უფრო ეკონომიური გავხდი
დაახლოებით 2 თვეში, შევამჩნიე, რომ ჩემს საბანკო ანგარიშზე იმაზე დიდი თანხა იყო, ვიდრე მოველოდი. 

2. ჭორების რაოდენობა შემცირდა
ახალმა დიეტამ ჩემი სოციალური ცხოვრება შეცვალა. არც ისე ხშირად გავდივარ გასართობად. მუდამ მიწევს ახსნა, თუ რატომ არ ვსვამ. დიახ, არ ვსვამ! და არც კოქტეილი მინდა. როცა სადმე მეპატიჟებიან, უარს ვამბობ, იმიტომ რომ არ მინდა ფხიზელ მდგომარეობაში ჭორებს ვუსმინო. ხოლო თუ უარს ვერ ვამბობ, 1 საათზე მეტს ნაცნობების კომპანიაში ვერ ვჩერდები. კლუბები არასდროს მიყვარდა, მაგრამ ალკოჰოლზე უარის თქმის შემდეგ მათზე საერთოდ ვთქვი უარი. და მაშინ მივხვდი, რომ ბევრი მეგობრული ურთიერთობა სწორედ ერთად დალევის ჩვევაა და სხვა არაფერი. 

3. კარგად მძინავს
ალკოჰოლზე უარის თქმამ ძილის ხარისხზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. ბევრს ჰგონია, რომ ღვინის, ან ლუდის დალევის შემდეგ უფრო სწრაფად იძინებს. ახლა კი, მე უფრო კარგად მძინავს და ყოველთვის ენერგიული ვიღვიძებ. 

4. უარი ყავაზე– ნაკლები პანიკა, ნაკლები სტრესი
ეს ჩემი პირადი გამოცდილებაა, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ მსგავს ეფექტს ყველა იგრძნობს. ყავაზე უარის თქმის შემდეგ, უფრო მშვიდი გავხდი. მაგრამ მე ყავის არომატი და გემო მიყვარს, ამიტომ ზოგჯერ კოფეინის გარეშე სასმელს ვსვამ. აღმოჩნდა, რომ ყავის დალევა სოციალური აქტივობის კიდევ ერთი გამოვლინებაა. მაგრამ არ არის საჭირო თქვათ მასზე უარი, უბრალოდ  ყავა სხვა სასმელით ჩაანაცვლეთ. 

მე საკუთარი ჩვევები ცნობისმოყვარეობის გამო შევცვალე და როგორც აღმოჩნდა, ეს მომწონს. 

P. S. სანამ ვინმე მკითხავს, თვითონ ვიტყვი. არ ვეწევი, არ ვიღებ წამლებს. მაქვს ინტერნეტი. 

ყოველთვის თქვენი ტობიასი”.

ასევე დაგაინტერესებთ: ეს 5 განსაკუთრებული რეცეპტი, ყავას ახლიდან შეგაყვარებთ! შეიგრძენით ყავის საოცარი გემო!