ინგლისელებმა იციან, როგორ მოუარონ თავს: უძველესი ინგლისური გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი



ყველა ქალს სურს, ნებისმიერ ასაკში ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს. სურვილის ასასრულებლად ინგლისურ რეცეპტს გთავაზობთ, რომელიც 500 წლისაა, ამიტო თამამად შეგვიძლია გითხრათ, რომ გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი დრომ გამოსცადა.
ნიღაბი კეთდება ხელმისაწვდომი ინგრედიენტებით; ასუფთავებ, კვებავს და ატენიანებს სახის კანს. და რაც მთავარია, იგი ნებისმიერი სახის კანს უხდება.

დაგჭირდებათ:
აიღეთ სამი ჭიქა: პირველში დაღერღილი შვრიის ფანტელები უნდა ჩაყაროთ, ზეთი (ნებისმიერი) დაასხათ და კარგად მოურიოთ.

მეორეში ჩადეთ წვრილ სახეხზე გახეხილი ვაშლი, რომელსაც დამატებული ექნება ნახევარი ლიმონის წვენი და
1 ჩაის კოვზი თაფლი.

მესამეში – მაწონი, რომელსაც ბოლო მომენტში 1 ჩ.კ სუფრის მარილს დამატებთ.

დაბოლოს, მინერალური წყალი ან გვირილის ნაყენი.

პირველი ნაბიჯი: სახეზე, კისერსა და დეკოლტეს ზონაზე წაისვით პირველი ჭიქის შეამდგენლობა. წრიული მოძრაობებით შეიზილეთ 2-3 წუთის განმავლობაში. გაიჩერეთ 5 წუთი.

მეორე ნაბიჯი: არ მოიშოროთ პირველი ნიღაბი და ზემოდანვე გადაისვით მეორე ჭიქის შემადგენლობა. წრიული მოძრაობებით შეიზილეთ 2-3 წუთის განმავლობაში. გაიჩერეთ 5 წუთი.

მესამე ნაბიჯი: ბამბის დისკი ჩაალბეთ მესამე ჭიქის შემადგენლობაში და ჩამოიბანეთ ნიღაბი. მარილინი მაწონი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ 2-3 წუთის განმავლობაში. გაიჩერეთ კიდევ 5 წუთი.

მეოთხე ნაბიჯი: მაწვნიან-მარილიანი ნიღაბი მინერალური წყლით ან გვირილის ნაყენით უნდა ჩამოიბანოთ.

სასურველია, ნიღაბი კვირაში ორჯერ გაიკეთოთ. უმჯობესია, თუ მას მთელ ტანზე შეიზელთ.

marao.ge

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend