იმუნიტეტის ასამაღლებელი 6 სუპერრეცეპტი


w



რეცეპტი #1
დაჭერით პატარა ნაჭრებად 3 გათლილი საშუალო ზომის ვაშლი, დაასხით ადუღებული წყალი და დაბალ ცეცხლზე 10 წუთი ხარშეთ.
შემდეგ გააჩერეთ 30 წუთი, დაუმატეთ თაფლი გემოვნებით და მიირთვით, როგორც ჩაი.

რეცეპტი #2
ფორთოხლის ჩაი: 1 წილი ფორთოხლის კანი, 1 წილი შავი ბაიხის ჩაი, 1/2 წილი ლიმონის კანი – ყველაფერ ამას დაასხით ადუღებული წყალი: 60 გრ მასას – 1 ლ მდუღარე, დაუმატეთ ფორთოხლის სიროფი გემოვნებით და გააჩერეთ 5 წუთი.

რეცეპტი #3
6 ჩაის კოვზ შავ ჩაის დაასხით 500 მლ მდუღარე და გააჩერეთ 5 წუთი. გაწურეთ, გააგრილეთ, შეურიეთ თანაბარი რაოდენობით შავი მოცხარის წვენი. როცა ჭიქაში ჩამოასხამთ, 1/3 წვენს დაუმატეთ ½ მინერალური წყალი. შაქარი გემოვნებით.

რეცეპტი #4
200 გრ წყალი, 1 სუფრის კოვზი თაფლი, 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, გახეხილი ჯანჯაფილი (0,5 ჩაის კოვზი), დარიჩინი დანის წვერით. ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ და მიირთვით გემრიელად. ეს კოქტეილი, გარდა იმისა, რომ ამაღლებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს მეხსიერებას. განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც დიდხანს ზის კომპიუტერთან.

რეცეპტი #5
კივი – 2 ცალი, 1 ბანანი, 1 ფორთოხალი, 1 ვაშლი, 2 მანდარინი (თუ სეზონი არის), ნიგოზი – 2 სუფრის კოვზი. ყველაფერი დააქუცმაცეთ, დაასხით არაჟანი, მოაყარეთ ცოტაოდენი დარიჩინი. ეს უგემრიელესი დესერტი შესანიშნავად აკაჟებს ორგანიზმს.

რეცეპტი #6
თითო ჭიქა ქიშმიში, ნიგოზი, კურაგა გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში და დაუმატეთ 2-3 სუფრის კოვზი თაფლი. მიიღეთ ყოველდღე, დილა-საღამოს ჭამამდე 2-2 სუფრის კოვზი.

Marao.ge

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend