იაპონური კულტურის 4 საიდუმლო, რომელიც გახდომაში დაგვეხმარება!


ჯანსაღი საკვების ჭამა, ვარჯიში, ბევრი წყლის დალევა – აი რაა საჭირო ჯანმრთელობისთვის. თუმცა სხვადასხვა კულტურას აქვს საკუთარი საიდუმლოებები, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში, თქვენ მეტად ჯანმრთელი იქნებით. ამჟამად იაპონური კულტურის საიდუმლოებს გაგაცნობთ.

1. თუ შეჭამთ სუმოს მოჭიდავესავით, დაემსგავსებით სუმოს მოჭიდავეს.

სუმოს მოჭიდავეები საუზმეზე ბევრს არ ჭამენ. ისინი დილას ვარჯიშით იწყებენ, შემდეგ კი გიგანტურ ლანჩს შუადღისით მიირთმევენ ხოლმე. ამის შემდეგ დაწოლის დროა. აქედან გამომდინარე არ აქვს მნიშვნელობა, რამდენს ვარჯიშობთ. თუ თქვენი ჭამის ქცევა ნორმალური არ არის, თქვენ მოიმატებთ წონაში. ჭამა ბევრი და დიდი პორციებისა თუ სწრაფი კვების საჭმლისა, უარყოფითად მოქმედებს თქვენს წონაზე. დააბალანსეთ თქვენი დიეტა, ვარჯიში და ძილი, რათა თქვენი წონა და ცხოვრების სტილი ნორმალურს დაუბრუნდეს.

2. სითბო ცხოვრებაა

სითბო ცხოვრებაა ითარგმნება, როგორც ენერგიის მიღება ზაფხულის ბოსტნეულისა და ხილისგან. ზამთრის საჭმელი შეიცავს მეტ კალორიას, რათა ჩვენი სხეული გაათბოს ცივ ამინდებში. დაიმახსოვრეთ, ბოსტნეულისა და ხილის ჭამა ჯანსაღი დიეტაა.

3. მოერიდეთ სითხის დალევას ჭამის დროს

ბევრი იაპონელი ჭამის დროს სითხეების დალევას ერიდება. სითხე აციებს სხეულს. ეს ნიშნავს, რომ დალევას მიაქვს ის სითბო სხეულიდან, რომელსაც ეს უკანასკნელი ჭამისგან იღებს. ზოგ მეცნიერს სჯერა, რომ წყალი ანეიტრალებს იმ მჟავას, რომელსაც კუჭი გამოიმუშავებს მონელებისთვის. თქვენ შეგიძლიათ ჭამის დროს წყლის ალტერნატივად ბოსტნეული, ხილი ან უბრალოდ სუპი გამოიყენოთ.

4. ცხელი აბაზანა თქვენს ცხოვრებას ახანგრძლივებს.

ვის არ გიყვართ ცხელი აბაზანა? იცოდით, რომ ის ასვენებს კუნთებს, აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას და გაშორებთ სტრესს. ბევრი იაპონელი ირწმუნება, რომ რეგულარულად ცხელი აბაზანის მიღება წმენდს კანს, აუმჯობესებს მონელებას და დიახ, ახანგრძლივებს ცხოვრებას. იდეალური ტემპერატურა არის 100 -104 გრადუსი ფარენჰეიტით.

ასევე დაგაინტერესებთ: ისეირნე დღეში ოცი წუთი და შვიდი წლით დიდხანს იცოცხლებ! შეაჩერე დაბერების პროცესი!