იაფი საშუალებები სილამაზისთვის აფთიაქიდან! ეფექტური და საჭიროა!


thumb

სილამაზე – ეს ძვირი სიამოვნებაა. ყველამ ვიცით რა ღირს სახისა და ტანის მოვლის კოსმეტიკური საშუალებები. სამკურნალო პრეპარატებზე კი აღარც ვლაპარაკობთ.

დღეს შემოგთავაზებთ იმ საშუალებებს, რომლებსაც მისაღები ფასი აქვთ.

1. რეტინოიდული მალამო

მისი მთავარი კომპონენტი ვიტამინი А არის. ის აწყნარებს კანს, ხსნის დაღლილობას და სიწითლეს. გეხმარებათ პრობლემური კანის გაუმჯობესებასა და მის გაახალგაზრდავებაში. რეკომენდებულია ღამით სქელი ნიღაბი გაიკეთოთ და 30 წუთით დაიტოვოთ.

2. რძემჟავის პილინგი

„ჰილაკ პორტეს“ წვეთები რძემჟავის 90 %-ს შეიცავს. არაჩვეულებრივია პილინგისთვის, რომელიც არამარტო წმენდს კანს, არამედ ათეთრებს კიდეც. წვეთების გამოყენება მგრძნობიარე კანის ადამიანებსაც შეუძლიათ, რომლებსაც პილინგის სხვა სახეობებზე ალერგია აქვთ.

3. ვიტამინი Е

არაჩვეულებრივი საშუალებაა ფრჩხილების გასამკვრივებლად და ნუნების მოსავლელად.

4. გააქტიურებული ნახშირი

ის არაჩვეულებრივად ათეთრებს კბილებს. დაფშვენით რამდენიმე აბი და მიღებული ფხვნილით კბილები გაიწმინდეთ.

5. ძირტკბილას სიროფი

ეფექტური საშუალებაა პიგმენტაციის წინაღმდეგ.

6. ოროვანდის ზეთი

ეხმარება თმას სწრაფად გაზრდასა და გამკვრივებაში.

7. ჰეპარინის მალამო

უმკლავდება შეშუპებასა და თვალების გარშემო ჩაშავებულ ადგილებს აქრობს.

8. აევიტი

ეს ჯადოსნური ვიტამინი უმკლავდება ღრმა მიმიკურ ნაოჭებსაც კი. დაფშვენით 3 აბი, სახეზე მისი ნიღაბი გაიკეთეთ და 30 წუთის განმავლობაში გაიჩერეთ.

9. ასკორბინის მჟავა

სახის ასკორბინის მჟავის ნიღბები აღიავებს სახის კანს, ეხმარება ფერის გაუმჯობესებასა და კოსმეტიკური პრობლემების გადაჭრაში. ვიტამინი C-ს გამოყენება როგორც ამპულაში, ისე ფხვნილში შეგიძლიათ.

10. იოდი

წაისვით იოდი ფრჩხილებზე და მთელი ღამის განმავლობაში გაიჩერეთ. ამ მეთოდით ისინი გლუვი და მბზინვარე იქნება.