ჰოლანდიელების მიერ აშენებული ხიდი ფიზიკის კანონებს ანგრევს! გენიალურია!


მსოფლიოში უამრავ არაჩვეულებრივ რაღაცას გადააწყდებით. დღეს მოგიყვებით იმ პროექტის შესახებ, რომელიც ადამიანის გენიალურობაში კვლავ დაგარწმუნებთ.

2002 წელს მსოფლიომ Veluwemeer Aqueduct გაიცნო – გენიალური ინჟინრების ნამუშევარი, რომელმაც ნიდერლანდები ხელოვნურად შექმნილ კუნძულ ფლევოლენდს დააკავშირა.

ათასგვარი იდეა განიხილეს: ფიქრობდნენ, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო წყალქვეშა გვირაბი ან ხიდი. თუმცა ეს უკანასკნელი დიდ ხარჯსა და დროს მოითხოვდა. პროექტის იდეა გახლავთ ის, რომ წყლისა და ხმელეთის ტრანსპორტმა საცობისა და ყველანაირი შეფერხების გარეშე შეძლოს გადაადგილება.

პროექტის შემქმნელებს ფეხით მოსიარულეებიც არ დავიწყებიათ. მათთვის გზის გვერდებზე სპეციალური ბილიკები გააკეთეს.

ხიდის სიღრმე 3 მეტრია. მასზე დღეში საშუალოდ 28 000 მანქანა დადის.