გოგონამ ახალი სანდლები ჩაიცვა, მეორე დღეს კი ეს საშინელება დაემართა…


ხელოვნური მატერიები ყოველწლიურად უფრო ხშირად გვხვდება ხოლმე. თითქოს ეს ნორმალური პროცესია. ბუნებას უნდა გავუფრთხილდეთ და ბეწვი ან კანი სინთეტიკური ანალოგიებით ჩავანაცვლოთ.

თუმცა არსებობს უამრავი უპასუხისმგებლო ადამიანები, რომლებიც მოგების გამო, ქმნიან საგნებს იაფი და დაბალხარისხიანი მატერიებისგან.

26 წლის ინგლისელი დედა ლიზა კონორი თავის გამოცდილებას გვიზიარებს.

ერთ-ერთ მაღაზიაში ქალმა თავისი 2 წლის შვილისთვის – სკაილისთვის – იყიდა ვარდისფერი სანდლები. ფეხსაცმელი გოგონა თვითონ შეარჩია.

„მოზომებისას, მე შევამჩნიე, რომ ფეხსაცმელი სკაილის ფეხზე მოხერხებულად თავსდებოდა. მაღაზიის კონსულტანტმა დამარწმუნა, რომ ეს ნორმალური იყო, რადგან ფეხსაცმელი სპეციალური რბილი რეზინისგან დამზადდა,“- იხსენებს ლიზა.

შემდეგ დღე გოგონასთვის კოშმარი აღმოჩნდა.

„ეს საშინელება იყო! მე სახლში ვიყავი, ჩემი ქალიშვილი კი ბაღში თამაშობდა. მალე მისი ტირილი მომესმა. მისკენ გავიქეცი და დავინახე, რომ მისი ფეხი მთლიანად სისხლით იყო მოსვრილი. თითქოს სკაილს მარაფონი გაერბინა, არადა ის მხოლოდ სახლის ირგვლივ დარბოდა,“ – დედა ემოციებს ახლაც ვერ მალავს.

სუპერმარკეტში მომუშავეებმა გოგონას პრობლემის შესახებ როცა გაიგეს, ფეხსაცმლის ფული უკან დაუბრუნეს. დედა მარტო ამან არ დააკმაყოფილა და ამჟამად ის ითხოვს, რომ საერთოდ უნდა აკრძალონ ამგვარი ფეხსაცმელი.

„ვთვლი, რომ ბავშვის რეზინის სანდლები საერთოდ უნდა ამოიღონ გაყიდვიდან. როცა ჩემი შვილის ამბავი ინტერნეტში გავრცელდა, მე ბევრი ადამიანი დამიკავშირდა. მათაც ამგვარი ისტორიები ჰქონდათ“,- ამბობს ლიზა.

ამ ინიციატივას ათასობით ადამიანი უჭერს მხარს. ჯერჯერობით უცნობია, როგორ დასრულდება ეს ისტორია. მთავარია, მშობლებო, მაქსიმალურად ფრთხილად იყოთ მსგავს ფაქტებთან.

ასევე დაგაინტერესებთ: ისეირნე დღეში ოცი წუთი და შვიდი წლით დიდხანს იცოცხლებ! შეაჩერე დაბერების პროცესი!