გოგონა პიანინოს მიუჯდა და დაკვრა დაიწყო! Queen-ის გემოვნებიანი და არაჩვეულებრივი ქავერი


კანადის პარკში თქვენ გარეთ გამოტანილ პიანინოს შენიშნავთ. ამ პარკში უამრავი ადამიანი იკრიბება. პიანინოზე დაკვრა კი ნებისმიერ შეუძლია. არიანამაც გადაწყვიტა ბედი ეცადა. ის პიანინოს მიუჯდა და დაკვრა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ის ჩუმად უკრავდა, თქვენ მელოდიას მაინც გაიგებდით. ეს იყო Queen-ის Bohemian Rhapsody. სიმღერა, რომელიც შეიძლება ყველა დროის ერთ-ერთ ეპიკურ ნაწარმოებადაც კი ჩაითვალოს.

არიანას თვალები დახუჭული ჰქონდა და ის ნამდვილად გრძნობდა იმას, რასაც უკრავდა.

ფრედი მერკურის ეს რომ მოესმინა, ის ნამდვილად იამაყებდა. როცა არიანამ დაკვრა შეწყვიტა, აპლოდისმენტები არ წყდებოდა.

მოუსმინეთ ამ არაჩვეულებრივ შესრულებას!