გოგოებისა და ბიჭების ყველაზე პოპულარული სახელები და მათი მნიშვნელობა – რა გქვია შენ?


1


გიორგი, ნიკოლოზი, მარიამი, ნინო, ბარბარე – სახელები, რომლებიც ყოველ წელს ქალისა და კაცის ყველაზე გავრცელებული სახელების ათეულის პირველ პოზიციებს იკავებს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 2014 წელს ახალშობილ ვაჟთა და გოგონათა ყველაზე გავრცელებული სახელებია:

გიორგი 2 644, ნიკოლოზი 2 329, ანდრია 1 912, გაბრიელი 1 720, ლუკა 1 566, საბა 1 302, დავითი 1 224, ალექსანდრე 1 145, მათე 862, დემეტრე 837.

მარიამი 3 346, ბარბარე 2 240, ელენე 1 966, ანასტასია 1 831, ნინო 1 124, ნია 893, ანა 869, ლიზი 811, ნინი 512, თამარი 469.

გიორგი – ბერძნული სახელი გეორგიოს-იდან მომდინარეობს და მიწათმოქმედს, მხვნელ-მთესველს ნიშნავს.
ნიკოლოზი – ბერძნულად გამარჯვებათა მხილველს ნიშნავს.
ანდრია – ბერძნული წარმომავლობის სახელი ნიშნავს მამაცს, ვაჟკაცს, მხნეს.
გაბრიელი – ღვთის მცველი, ღვთის კაცი.
ლუკა – ლათინურად ბრწყინვალეს, მანათობელს ნიშნავს.
საბა – ბერძნულად თავისუფლებას მოკლებული.
დავითი – ებრაულად საყვარელს, სასურველს, წინამძღოლს ნიშნავს.
ალექსანდრე – ბერძნულად მხნე, მამაცი, ხალხის მცველი.
მათე – ებრაულად ღვთის კაცი.
დემეტრე – ბერძნულად მიწის მუშა.
რაც შეეხება გოგონების ყველაზე გავრცელებული სახელების მნიშვნელობას, მარიამი ებრაული წარმოშობის სახელია და შეუპოვარს, დაუმორჩილებელს ნიშნავს.
ბარბარე – ბერძნული სახელის ბარბარა-ს ქართული ვარიანტი, რომელიც ნიშნავს უცხოს, უცხოელს.
ელენე – ბერძნულად მანათობელი, რჩეული.
ანასტასია – ბერძნულად მკვდრეთით აღმდგარს, სიცოცხლეს დაბრუნებულს ნიშნავს.
ნინო – სახელის ეტიმოლოგია დაუდგენელია. ზოგიერთის აზრით, შესაძლოა უკავშირდებოდეს ასირიული ნაყოფიერების ღვთაების სახელს ნინ-ს (მისგან მომდინარეობს ასირიის დედაქალაქის სახელწოდება ნინევია). ნინო ამ ფორმით მხოლოდ ქართულ სახელებში გვხდება და ქართულ სახელს წარმოადგენს.
ნია – ქართული, ნინოს კნინობითი ფორმა.
ანა – ბერძნული და ებრაული სახლებიდან წარმომდგარია და ნიშნავს სასურველს, სანდომიანს.
ლიზი – ელისაბედის შემოკლებული ვერსიაა, ელისაბედი კი ებრაული სახელია და საღვთო ფიცს, ღვთის დაპირებას ნიშნავს.
ნინი – ნინო-ს მოფერებითი ფორმა.
თამარი – ქართული სახელი, რომელიც წარმოშობით სემიტურ ენებს, კერძოდ ძველ ებრაულს უკავშირდება და “ფინიკის პალმას” ნიშნავს.

ბიჭებისა და გოგონების ყველაზე გავრცელებული სახელების სტატისტიკა წლების მიხედვით, სერვისების განვითარების სააგენტოს მიხედვით ასე გამოიყურება:

2010 წელი
გიორგი – 3701 მარიამი – 4847
ნიკოლოზი – 3056 ნინო – 2640
დავითი – 1606 ანასტასია – 1753
ანდრია – 877 ანა – 1737
ალექსანდრე

– 743 ელენე – 1715
სანდრო – 617 ლიზა – 1686
ნიკა – 596 ბარბარე – 1309
დემეტრე – 426 თამარი – 713
ირაკლი – 395 სალომე – 559
დაჩი – 359 ნია – 536

2011 წელი
გიორგი – 3439 მარიამი – 4148
ნიკოლოზი – 2937 ნინო – 2202
დავითი – 469 ბარბარე – 1794
ანდრია – 1185 ელენე – 1710
ალექსანდრე – 821 ანასტასია – 1597
სანდრო – 569 ანა – 1561
გაბრიელი – 553 ლიზა – 1321
დემეტრე – 448 ნია 651
ნიკა – 439 თამარი – 608
ილია – 417 სალომე 516

2012 წელი
გიორგი – 3078 მარიამი – 3725
ნიკოლოზი – 2794 ბარბარე – 2217
ანდრია – 1624 ნინო – 1900
დავითი – 1356 ანასტასია – 1848
ალექსანდრე – 962 ელენე – 1679
სანდრო – 619 ანა – 1347
გაბრიელი – 614 ლიზა – 1094
დემეტრე – 555 ნია – 736
ილია – 472 ნატალია – 529
დაჩი – 359 თამარი – 516

2013 წელი
გიორგი – 2885 მარიამი – 3533
ნიკოლოზი – 2703 ბარბარე – 2392
ანდრია – 1816 ანასტასია – 1902
დავითი – 1352 ელენე – 1824
ალექსანდრე – 1063 ნინო – 1750
გაბრიელი – 949 ანა – 1381
დემეტრე – 746 ლიზა – 1061
სანდრო – 709 ნია – 821
ილია – 457 თამარი – 556
ნიკა – 376 ნატალია – 521

რაც შეეხება საქართველოში ყველაზე გავრცელებულ გვარებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიხედვით, გვარების ათეული ასე გამოიყურება:

ბერიძე – 28 548,
მამედოვი – 28 118,
კაპანაძე – 19 050,
ალიევი – 19 013,
გელაშვილი – 18 215,
მაისურაძე – 16 192,
გიორგაძე – 14 075,
ლომიძე – 13 018,
წიკლაური – 12 974,
ბოლქვაძე – 12 445.

ambebi.ge

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend