გიმნასტიკა თვალებისთვის – შემუშავებულია მირზაკარიმ ნორბეკოვის მიერ!


მირზაკარიმ ნორბეკოვი ის ადამიანია, რომლის წყალობით მრავალმა ადამიანმა შეძლო გათავისუფლებულიყო სათვალისგან და დაებრუნებინა მხედველობა. მისი მეთოდიკის შემადგენელი ნაწილი ფსიქოლოგიური გათავისუფლებაა. თქვენ უნდა შეწყვიტოთ იმაზე ფიქრი, რომ ხართ სუსტი და დაავადებული ადამიანი.

თუმცა, რა თქმა უნდა, მსგავსი მეთოდი მხედველობას 100 %-ით ვერ აღადგენს. ამიტომ ნორბეკოვმა შეიმუშავა ვარჯიშები. ეს ვარჯიშები დაეხმარებათ იმ ადამიანებს, ვისაც ახლომხედველობა, შორსმხედველობა ან ასტიგმატიზმი აწუხებს.

გიმნასტიკა თვალებისთვის

1. მხედველობის გაუმჯობესების ვარჯიში № 1.

თავი სწორად დაიჭირეთ. ზემოთ აიხედეთ,ჭერისკენ. გონებრივად გააგრძელეთ მხედველობა შუბლის გავლით, სწორად.

2. მხედველობის გაუმჯობესების ვარჯიში № 2

თავი კვლავ სწორად გეჭიროთ. დაიხედეთ დაბლა, გონებრივად იყურეთ საკუთარ ყელში
.
3. მხედველობის გაუმჯობესების ვარჯიში № 3

მიმართეთ მხედველობა მარცხნივ, თითქოს საკუთარ მარცხენა ყურს უყურებთ. შემდეგ მარჯვნივ გაიხედეთ, თითქოს მარჯვენა ყურს უყურებთ.



4. მხედველობის გაუმჯობესების ვარჯიში№ 4 — «პეპელა»

ამ ვარჯიშის შესასრულებლად ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ თავი არ გაამოძრაოთ. წარმოიდგინეთ ეს მწერი, მზერით კი აღნიშნეთ მისი სილუეტი. თვალის მოძრაობის მიმართულება: ქვედა მარცხენა კუთხეში – მარჯვენა ზედა კუთხეში – ქვედა მარჯვენა კუთხეში – ზედა მარცხენა კუთხეში.