ღრმა მდინარეები უხმოდ მიედინებიან – ცხოვრების ყველა ეტაპზე გამოსადეგი იაპონური სიბრძნე


1


კულტურის იდუმალებასა და სიღრმისეულობაზე საათობით შეგვიძლია ვისაუბროთ.
დღესაც კი მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქვეყანა ინარჩუნებს კავშირს ტრადიციებსა და საკუთარ ფესვებთან. იქნებ სწორედ ამაშია ამ ერის წინსვლის, დღეგრძელობისა და სიბრძნის საიდუმლო?

გთავაზობთ რამდენიმე ძველ იაპონურ გამონათქვამს, რომლებიც ერთი რი-თ მაინც მიგვაახლოებს იაპონურ სულთან.

1. თუკი პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია, არ ღირს მასზე ნერვიულობა; თუ მისი გადაწყვეტა შეუძლებელია, მაშინ მასზე ნერვიულობას აზრი არ აქვს.

2. დაფიქრდი – გადაწყვიტე, გადაწყვიტე – ნუღარ ფიქრობ.

3. ნუ შეაჩერებ წარსულს, ნუ განდევნი მომავალს.

4. სწრაფად – ეს არის ნელა, მაგრამ შესვენების გარეშე.

5. სჯობს, იყო კარგი ადამიანის მტერი, ვიდრე ცუდის მეგობარი.

6. ჩვეულებრივი ადამიანების გარეშე დიდებულები არ იარსებებდნენ.

7. ვისაც მაღლა ასვლა ძალიან უნდა, კიბესაც გამოიგონებს.

8. ცოლი და ქმარი ხელებსა და თვალებს უნდა ჰგავდნენ: როცა ხელებს სტკივათ – თვალები ტირიან, ხოლო როცა თვალები ტირიან – ხელები ცრემლს უმშრალებენ.

9. მზემ არ იცის, ვინ არის მართალი. მზემ არ იცის, ვინ არის მტყუანი. ის ანათებს მიზნის გარეშე, რომ ვინმე გაათბოს. საკუთარი თავის მპოვნელი მზეს ჰგავს.

10. შორი გზაც უახლოესით იწყება.

11. ის, ვინც სვამს, არ იცის ღვინის მავნებლობის შესახებ; ის, ვინც არ სვამს, არ იცის, მისი სარგებლობის შესახებ.

12. თუნდაც მხოლოდ ერთხელ დაგჭირდეს ცხოვრებაში ხმლის ამოღება, ის მაინც ყოველთვის თან უნდა ატარო.

13. ლამაზ ყვავილს კარგი ნაყოფი არ მოაქვს.

14. ნაღველი დახეულ კაბას ჰგავს, შინ უნდა დატოვო.

15. როცა სიყვარულია, ნაყვავილარი სახეც ისეთივე ლამაზია, როგორც ჩაჩხვლეტილი ლოყები.

16. საწოლში მწოლიარე ფეხს ვერაფერზე წამოჰკრავს.

17. ერთ კეთილ სიტყვას შეუძლია გაათბოს ზამთრის სამი ცივი თვე.

18. დაუთმე გზა სულელებსა და გიჟებს.

19. როცა ხის ტოტს ხატავ, ქარის სუნთქვა უნდა გესმოდეს.

20. 7-ჯერ გაზომე, სანამ ადამიანში დაეჭვდებოდე.

21. გააკეთე ყველაფერი, რაც შეგიძლია, დანარჩენში ბედს მიენდე.

22. გადაჭარბებული კეთილსინდისიერება სისულელეს ემსგავსება.

23. სახლში, სადაც იცინიან, ბედნიერება მოდის.

24. გაიმარჯვებს ის, ვინც მოწინააღმდეგეზე ნახევარი საათით მეტს მოითმენს.

25. ხანდახან ფოთოლი იძირება, ხოლო ქვა კი ცურავს.

26. გაღიმებულ სახეს ისარს არ ესვრიან.

27. ცივი ჩაი და ცივი ბრინჯი ასატანია, მაგრამ ცივი მზერა და ცივი სიტყვა – აუტანელი.

28. თუ ქალმა მოინდომა – კლდეს გაარღვევს.

29. შეკითხვა – ერთი წამის სირცხვილია, ხოლო არცოდნა – მთელი ცხოვრების.

30. ცუდ ოსტატს არასოდეს გამოსვლია ხელიდან სრულქმნილი ლარნაკი.

31. ღრმა მდინარეები უხმოდ მიედინებიან.

32. როცა მშობლები შრომობენ, ხოლო შვილები ცხოვრებით ტკბებიან, შვილიშვილები ხელგამოწვდილები დადიან.

marao.ge

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend