გენიალური მეთოდი, რომელიც დაგეხმარებათ სამუდამოდ დაივიწყოთ აბაზანის სოკო


ობის სოკო აბაზანაში ხშირი პრობლემაა, ის ფილებს შორის გროვდება და კბილის ჯაგრისზეც კი გადადის. გარდა იმის,ა რომ ცუდად გამოიყურება, ეს ყველაფერი აზიანებს ჩვენს ჯანმრთლეობასაც. ჩვენ ვსუნთქავთ ტოქსიკურ ნივთიერებებს, რომელსაც ობის სოკო გამოყოფს.

აბაზანა- ობის სოკოს წარმოქმნის საწყისი ადგილია. სინესტე და სითბო, სწორედ ესაა საჭირო ამ მავნებელი სოკოს წარმოსაქმნელად.
ჩვენ გთავაზობთ აბაზანის გასუფთავის რამდენიმე მეთოდს, რომელიც დაგეხმარებათ თავიდან მოიშოროთ ობის სოკო.

სარეცხის მათეთრებელი

გამოყენება:

ობის საწინაარმდეგო საშუალებები ძვირი ღირს და ამასთანავე გარანტიას არ გაძლევთ, რომ რობლემას მოგიგვარებთ. ამიტომ გირჩევთ ხელმისაწვდომ საშუალებებს, ერთ-ერთი ასეთი კი ჩვეულებრივი მათეთრებელი საშუალებაა, (თხევადი) რომელსაც ყველა დიასახლისი იყენებს. ერთადერთი მინუსი, რომელიც ამ საშუალებას აქვს, უსიამოვნო სუნია, ამიტომ გამოიყენეთ ნიღაბი.
ჩაასხით მათეთრებელი პულვიზატორიან ჭურჭელში და შეასხურეთ აბაზანაში სოკოვან კედლებს. ამ პროცედურისას ბავშვები და ცხოველები დროებით მოარდეთ აბაზანას.

ანტიბიოტიკები სოკოს წინააღმდეგ

თუ ქლორის სუნის ატანა არ გსურთ, არსებობს კიდევ ერთი გამოცდილი მეთოდი. ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ ნისტატინის აბები, რომელიც ნებისმიერ აფთიაქში შეგიძლიათ შეიძინოთ. მას ჩვეულებრივ კანდიდოზის სამკურნალოდ იყენებენ.
გახსენით 2 აბი ნახევარ ჭიქა თბილ წყალში და მიღებული ხსნარით გაწმინდე ფილებს შორისი ადგილები. გაიმეორეთ პროცედურა 1 კვირის შემდეგ.

ეს რჩევები დაგეხმარებათ სახლში სისუფთავისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში.

ასევე დაგაინტერესებთ: ორი ინგრედიენტის ნაზავი, რომელიც სააბაზანოში წყლის ლაქებს ყველაზე ადვილად აშორებს