გენეტიკური სიღარიბის 4 მიზეზი: ისტორია, რომელიც სიღარიბეზე აზრს შეგაცვლევინებთ


25238893

მენტალიტეტი

ბავშვობაში ჩემს კლასელთან სახლში მისვლა და საწოლზე ხტუნვა ყოველთვის მიყვარდა. მომწონდა, როდესაც მტვერი და ბალიშის ბუმბულები ჰაერში დაფრინავდნენ. მომწონდა, სანამ არ გავიზარდეთ.

როდესაც 20 წლის შემდეგ ჩემს კლასელს ვესტუმრე ის საწოლი ისევ ისე იდგა და საერთოდ არაფერი არ იყო შეცვლილი, არადა ამდენი წელი გავიდა. გამიკვირდა. სიღარიბემ და უმწეობამ გამაკვირვა და დამაბნია. უცებ გონებაში გადავთვალე რამდენი წელი გავიდა. განა რა დრო სჭირდებოდა ახალი საწოლის შეძენას?! სანამ ვსაუბრობდით ძალიან მომინდა მწერებით სავსე ფანჯრები გამეწმინდა, გატეხილი საყვავილე გადამეგდო და საწოლის ქვეშ შელაგებული უამრავი მუყაოს ქაღალდი ერთი ხელის მოსმით გადამეყარა.

რატომაა ჭუჭყი ასე ახლოს სიღარიბესთან? სიბინძურე – ამას სიღარიბე არ იწვევს. აქ მთავარი მენტალიტეტია. მენტალიტეტი, რომლითაც საკუთარ თავს ყველასთან წარადგენ.

მესჩანურობა

სკოლაში ლიტერატურის ძალიან კარგი მასწავლებელი მყავდა. ერთხელ მან ისეთი ფრაზა თქვა, რაც კარგად დამამახსოვრდა. ვიღაცამ ჰკითხა თუ რა არის მესჩანურობა. მან კი უპასუხა: “ეს ძველი ჭიქიდან წყლის სმას გავს, როდესაც გვერდზე ახალი ჭიქა დევს.” მაშინ მივხვდი, რომ ეს სირცხვილია.
ყოველთვის ყველაფერი შავი დღისთვის არ უნდა შევინახოთ. მხოლოდ მომავალზე ფიქრი და ლოდინი, რომ მერე რამე არ დაგვჭირდეს, საშინელებაა, ეს გვანადგურებს.

კონკიას კომპლექსი

ერთ ქალს ვიცნობ, რომელიც 20 წელზე მეტი აგარაკის საყიდლად ფულს აგროვებდა. მას 2 ქალიშვილი ჰყავდა და იმის გამო, რომ დედა ფულს აგროვებდა ბავშვები გამუდმებით ფაფას ჭამდნენ და ეცვათ ძველი, დახეული ტანსაცმელი.

როდესაც დედამ აგარაკი იყიდა, გოგონები ამ ადგილით არც დაინტერესებულან. მათ კონკიას კომპლექსი ჩამოუყალიბდათ. ვერ ბედავდნენ, რომ რამე ახალი ეყიდათ ან განსხვავებული საჭმელი ეჭამათ. სიახლეს ვერ ეგუებოდნენ, რადგან ასე თავს არაკომფორტულად გრძნობდნენ. სწორედ ესაა გენეტიკური სიღარიბე, რომელიც გონებაში, სისხლში, უჯრედებში, მთელს ორგანიზმშია.

ქვეცნობიერულად დაპროგრამება

ბავშვები, რომლებიც სახლში ჭუჭყიან კუთხეებს ხედავენ. მოზარდობისას უკვე ცხოვრების სიმძიმეს კარგად აცნობიერებენ. ამას კი წარუმატებლობამდე და იმედგაცრუებამდე მივყავართ. არსებობს ასეთი გამონათქვამი: “სიმდიდრე – ეს გონების მდგომარეობაა.” შესაბამისად, სიღარიბეც ჩვენს გონებას უკავშირდება.

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend