გემრიელი სასმელი იმუნიტეტის გასამაგრებლად! ამ შემოდგომისთვის გამოგადგებათ!


ამ გემრიელი სასმელის ყველა ინგრედიენტი იმუნიტეტს ამაგრებს, რაც უკვე მოახლოებული შემოდგომისთვის ძალიან აუცილებელია.



კოჭა ლიმონით და თაფლით

თაფლი, კოჭა და ლიმონი ჯანმრთელობისა და ორგანიზმისთვის არაჩვეულებრივი საშუალებაა. ჩვენ გთავაზობთ ამ სიმფონიას გოგრაც დაამატოთ. ამ უკანასკნელის შემადგენლობაში უამრავი ვიტამინია: А, С, РР, K, В.

ინგრედიენტები

• 1 ლიმონი

• 1 ლაიმი

• 200 გრამი თაფლი

• 1 კოჭას საშუალო ზომის ფესვი

• 200 – 300 გრამი გოგრა

მომზადება

1) ლაიმსა და ლიმონს ადუღებული წყალი გადაასხით და დაჭერით კანთან ერთად. კოჭა და გოგრა გაასუფთავეთ და დაჭერით პატარა ნაჭრებად. ლაიმის შეცვლა კიდევ ერთი ლიმონით შეგიძლიათ, მაგრამ გაითვალისწინეთ, ვიტამინი С ლაიმში ორჯერ მეტია.

2) მომზადებული პროდუქტები დააბლენდერეთ. მიღებულ ნარევს თაფლი დაუმატეთ და ქილაში შეინახეთ.

ამ რაოდენობის ინგრედიენტებისგან ზუსტად 500 გრამი მომზადებული პროდუქტი მიიღება.