გარგარი – საუკეთესო საშუალება, რომელიც უძილობის წინააღმდეგ ეფექტურად მოქმედებს


thumb (1)

გარგარი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ხილია. რომლის შემადგენლობაში შემდეგი ნივთიერებებია:

კალცი და რკინა

ფეხმძიმეებისთვის და ბავშვებისთვის განსაკუთრებით საჭიროა, რადგან ჰემოგლობინის დონეს მაღლა წევს.

კაროტინი

ეს ნივთიერება განსაკუთრებით კარგად სახის კანზე მოქმედებს და მხედველობას აუმჯობესებს.

ფოსფორი და მაგნიუმი

ტვინს აქტიური ქმედებისთვის სწორედ ეს ნივთიერებები სჭირდება. მაგნიუმი ნერვულ სისტემას ამშვიდებს და უძილობის წინააღმდეგ ეფექტურად მოქმედებს.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის განსაკუთრებით სასარგებლო გარგარის ნახარშია. სამკურნალოდ კურკის გულსაც იყენებენ. 20 გრ. (მეტი არაა რეკომენდებული) გარგრის კურკის გული გაახმეთ და დაფქვით. დღეში 3-4-ჯერ 1 ჩ/კ რძესთან ან ჩაისთან ერთად მიიღეთ. ხველების და ბრონქტის დროს ეს საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა.

გარგრის კრემი ლუდოვიკო XIV-ს რეცეპტის მიხედვით:

ამ უგემრიელესი ფრანგული ტკბილეულის მოსამზადებლად დაგჭირდებათ.

12 მწიფე გარგარი;

250 გრ. შაქარი;

30 მლ. თეთრი ღვინო;

8 კვერცხის გული;

მომზადების წესი:

შუაზე გაყოფილ გარგარს შაქარი დააყარეთ, ცოტა წყალი დაასხით და მოხარშეთ. შემდეგ გააცივეთ და ისე აურიეთ, რომ ერთიანი მასა გამოვიდეს, დაამატეთ ღვინო. ათქვიფეთ კვერცხის გული და ისიც დაამატეთ. კიდევ ერთხელ წამოადუღეთ.