გამომცხვარი პური ნიორითა და ყველით – უგემრიელესი საუზმე მთელი ოჯახისთვის…


დაგჭირდებათ:

• 100 გრ. კარაქი
• 2 ს. კ ზეითუნის ზეთი
• 20 კბილი ნიორი
• 1 ც. პური ბატონი
• 150 გრ. ყველი
• ოხრახუში
• მარილი

მომზადება:

1. ნივრის თითოეულ კბილს მოაჭერით თავი და ბოლო.

2. დააწყვეთ ნიორი ფოლგიან ან პერგამენტიან საცხობ ჭურჭელზე. მოასხით ზეითუნის ზეთი და აცხვეთ 170 გრადუს ცელსიუსზე მანამ, სანამ არ დარბილდება.

3. მომზადების შემდეგ გააგრილეთ და დაჭერით წვრილად.

4. დაარბილეთ კარაქი. გახეხეთ ყველი წვრილად დაჭერით ოხრახუში. აურიეთ ყველა ინგრედიენტი, დაუმატეთ ნიორი და მარილი.

5. დაჭერით პური დაჭრებად, გაახურეთ ღუმელი 240 გრადუს ცელსიუსზე. გადაუსვით ნივრის პასტა პურის ნაჭრებზე და აცხვეთ ღუმელში 5 წუთით.

ასევე დაგაინტერესებთ: მოამზადეთ გემრიელი და ჯანსაღი ბოსტნეულის სალათი მარტივად!