გამოიყენეთ კბილის პასტა უკეთ სუნთქვისთვის დ ნახეთ სხვა გასაოცარი რჩევებიც ექთნებისაგან!


1

ეს რჩევები ექთნებმა მოგვაწოდეს. ალბათ, იფიქრეთ, რომ ისინი მხოლოდ სამედიცინო სფეროს ეხება, მაგრამ არც მთლად ასეა საქმე, ყოველდღიურობის გამარტივება საავადმყოფოებშიც საჭიროა! წაიკითხეთ ჩვენი რჩევები:
უსიამოვნო სუნს ძველი ყავის მარცვლები გააქრობს

უსიამოვნო სუნით იტანჯებით? ამ პრობლემას მარტივად გადაწყვეტთ, თუ ყავას მოადუღებთ, შემდეგ კი მადუღარაში ყავის მარცვლებს ჩაყრით და ოთახის ცენტრში დადგამთ. სუნი გაქრება. ყავის მარცვლები, ასევე, ეფექტურია კონტეინერებიდან სუნის გასაქრობად.

ღრმად ჩამჯდარ ლაქებს წყალბადის ზეჟანგი ამოიყვანს

ისეთ რთულად ამოსაყვან ლაქებს, როგორიცაა ღვინო, სისხლი და ცხიმი, წყალბადის ზეჟანგი უშველის. ნაჭერზე დაასხით ის და მოუსვით დალაქულ ადგილს. ზეჟანგი, ასევე, ხელს უშლის ქსოვილში ლაქების ღრმად ჩაჯდომას.

შეიჩერეთ სისხლდენა ტამპონებისა და ჰიგიენური ხელსახოცების მეშვეობით

თუ ცხვირიდან სისხლი მოგდით, აიღეთ ტამპონი, გაჭერით შუაზე და შეიდეთ ცხვირის ნესტოში, ოღონდ არა – ძალიან ღრმად! ტამპონი სისხლდენას შეაჩერებს. თუ სისხლი დიდი ნაკადით მოგდით, მაშინ ჰიგიენური ხელსახოცი გადაიჭირეთ მასზე.

უსიამოვნო სუნს მენთოლიანი საცხით შეებრძოლეთ

თუ ისეთ ადგილას მუშაობთ, სადაც საწვავის ან სხვა უსიამოვნო სუნი აღწევს, ცოტაოდენი კბილის პასტა ან მენთოლიანი საცხი ცხვირთან წაისვით.

გამოიყენეთ ლუბრიკანტის საცხი გასაწმენდად

ჩამჯდარ ლაქებს თუ ლუბრიკანტის საცხს წაუსვამთ და ნაზად გახეხავთ, ისინი გაქრება.

გაბრაზებისას დაიწყეთ რაიმეს დალაგება

თუ ვინმეს დახმარება გსურთ, ვინც შფოთავს ან გაბრაზებულია, სთხოვეთ მას, რომ დაალაგოს რაიმე, მაგალითად დააწყოს პირსახოცები ან სხვა თეთრეული. ეს მათ მიზანს გაუჩენს და გულს გადააყოლებენ.

ჩაანაცვლეთ მარილი ლიმონის წვენით

თუ თქვენ ან ვინმე, ვისაც თქვენ იცნობთ, ისეთ დიეტაზეა, რომელიც მარილს არ შეიცავს, ჩაანაცვლეთ იგი ლიმონით! ეს კარგი და აბსოლუტურად ნატურალური გზაა.

აწეწილი თმა გაისწორეთ ქირურგიული სპირტის მეშვეობით

დაუმორჩილებელ, აწეწილ-დაწეწილ თმას ქირურგიული სპირტი უშველის. მიიპკურეთ ის თმაზე, ან ნაზად წაისვით, ის მალე გასწორდება.

პატარა ნაკაწრებიდან სისხლის შესაჩერებლად წებო გამოგადგებათ

გაიჭერით ხელი, მაგრამ ირგვლივ ბინტები და დოლბანდები არ არის? თუ ჭრილობა ღრმა არ არის, შეგიძლიათ, გამოიყენოთ წებო, მაგრამ თუ ის ღრმაა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს!

კანზე მიკრულ ნივთიერებებს საპარსი საცხით მოიშორებთ

კანზე რაიმე საზიზღრობა აგეკროთ? სანამ ჩამოიბანეთ, წაისვით საპარსი საცხი. ის დაშლის იმ ნივთიერებებს, რომლებიც კანს ეკვრის. სრული შედეგის მისაღწევად, კანიდან მოიწმინდეთ, რათა არ დაგრჩეთ არც საცხი და არც ლაქები.

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend