გაისწორეთ თმა მარტივად ამ 4 კომპონენტიანი რეცეპტის დახმარებით!


მიუხედავად იმისა, რომ უამრავი უთო და სხვა და სხვა სახის გამასწორებელი საშუალება არსებობს, ხშირად ქალების უმეტესობა მაინც ვერ იღებს სასურველ შედეგს. ჩვენ გთავაზობთ თმის სწორი ეფექტის მისაღებად სპეციალურ პროცედურას, რომლის ჩატარებასაც თავად შეძლებთ სახლის პირობებში. ყურადღებით გაეცანით რეცეპტს და გაითვალისწინეთ!

გახსოვდეთ, რომ თმის ხშირი გასწორება ძალიან აზიანებს თმას, ამისათვის კი სპეციალური მკვებავი და აღმდგენი საშუალებები გჭირდებათ, რომელიც დაეხმარება თქვენს თმას.

ინგრედიენტები:

– 1 ჭ ქოქოსის ზეთი
– 1 ლიმონის წვენი
– 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
– 3 ს/კ სიმინდის სახამებელი

მომზადება:

კარგად აურიეთ ყველა ინგრედიენტი და შეიზილეთ თმაზე, დაიხურეთ პოლიეთილენის ქუდი და შემდეგ შემოიხვიეთ ცხელი ტილო. გაიჩერეთ 1-2 საათის განმავლობაში.
ეს პროცედურა დაეხმარება თქვენს თმას გახდეს უფრო სწორი და ამავდროულად იყოს ჯანსაღი.

ასევე დაგაინტერესებთ: სცადეთ ეს ულამაზი თმის ვარცხნილობა, მოირგეთ ახალი სტილი!