გაინტერესებთ მოსწონხართ თუ არა მამაკაცს? მაშინ ამ ნიშნებს დაუკვირდით!


გაინტერესებთ, რას ფიქრობს მამაკაცი თქვენზე? მაშინ უბრალოდ მის პოზას დააკვირდით.

აი ყველაზე გავრცელებული პოზები, რისი საშუალებითაც მიხვდებით კაცების რეალურ გრძნობებს!

ის ისწორებს ან ეხება თმას

ამ გზით კაცები თავდაჯერებულობის მოპოვებას ცდილობენ. როცა ჩვენ სიმპათიურ ადამიანს ვხედავთ, საკუთარი თავის გამხნევებას თმაზე შეხებით (ან გასწორებით) ვცდილობთ. ეს პოზა ქალებზეც ვრცელდება.

ის ხელს წელის გარშემო იდებს

თუ კაცი ხელს ჯიბეში იყოფს ან წელზე იდებს, ეს მისი სიძლიერის დემონსტრაციაა. ზუსტად ამივეს მანიშნებელია, როცა კაცი ჯდება და მისი ფეხები ფართოდ არის გაშლილი.

ცდილობს უფრო მეტი ტერიტორია დაიკავოს

მამრი ცხოველები თუ ფრინველები მდედრის გულის მოსაგებად შლიან ბუმბულს. ეს მათ ვიზუალურად უფრო დიდს აჩენს. ასეა ადამიანებშიც. როცა კაცი ცდილობს მეტი ტერიტორიის დაკავებას, ზუსტად ეს უძველესი ინსტიქტი ამოძრავებს.

ის იმეორებს თქვენს პოზას

დააკვირდით კაცს: ცდილობს თქვენი პოზების გამეორებას? თუ პასუხი დადებითია ესე იგი მას სურს თქვენ ორ შორის საერთო მოძებნოს.

ის ამბობს ანეკდოტებს და საუბრობს ბევრს

თუ მამაკაცი თქვენი გამოჩენის შემდეგ საუბრობს ბევრს, ნიშნავს, რომ თქვენი ყურადღების მიქცევა სურს.