გაიკეთეთ ეს ნიღაბი კვირაში ერთხელ და სახის კანი 10 წლით გაახალგაზრდავდება!



დაფიქრებულხართ, რომ იაპონელი ქალები სიბერემდე ინარჩუნებენ კანის იდეალურ მდგომარეობას? გარდა მათი ჯანსაღი საკვები რაციონისა ეს სწორედ იმ სპეციალური ნიღბების დამსახურებაა, რომლის რეცეპტსაც გთავაზობთ.

მიბაძეთ იაპონელ ქალებს და სახის კანისთვის გამოიყენეთ მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი საშუალებები, ერთ-ერთი მათგანი კი ბრინჯია! გეიშები სწორედ ბრინჟს იყენებდნენ თმისა და კანის დასარბილებლად.

სახის კანის ნაზი ფაიფურისებური ეფექტის მისაღწევად იაპონელები ასევე იყენებდნენ ბრინჯის ფქვილის ტომრებს.
ბრინჯი კვებავს კანს, იცავს მავნე სხივებისგან და აფერხებს ნაოჭების გაჩენის პროცესს. სახლის პირობებში მომზადებული ბრინჯის ნიღბები სათუთად მოუვლის თქვენს სახეს.

იაპონური ნიღბის რეცეპტი

ინგრედიენტები:

-3 ს/კ ბრინჯის ფქვილი
-2 ჩ/კ თაფლი
-1 ჩ/კ ნაღები

აურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. წაისვით სახეზე, ყელზე და დეკოლტეს არეში. გაიჩერეთ 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი წყლით კარგად ჩამოიბანეთ.

ამ ნიღბის გაკეთება რეკომენდირებულია კვირაში ერთელ. ეს პროცედურა ნებისმიერი ტიპის კანისთვის დასაშვებია.

გაითვალისწინეთ ჩვენი რეცეპტი და გაიახალგაზრდავეთ სახის კანი!

ასევე დაგაინტერესებთ: გამოიყენეთ ეს ნიღაბი, დაამარცხეთ ნაოჭები და განაახლეთ კანი სულ რამდენიმე წუთში! უმარტივესია!