გადაწყვეტილია! ჩელსის პირველი საზაფხულო შენაძენი…


ჩელსიმ დაადასტურა, რომ მათ შეიძინეს ნაინგოლანი £28 მილიონად. ის იქნება ანტონიო კონტეს პირველი შენაძენი, მას შემდეგ რაც ევრო 2016 შემდეგ ჩაიბარებს გუნდს და ჩაანაცვლებს გუს ჰიდინკს.

ტრანსფერის შესახებ ბოლო 48 საათის განმავლობაში გახდა ცნობილი. ამაზე საუბარი მხარეების წარმომადგენლებმა დაიწყეს.

რომას დიექტორი ვოლტერ საბატინი ჯერ კიდევ 7 აპრილს შეამჩნიეს ლონდონში და გაირკვა, რომ მას შეხვედრა ჰქონდა ჩელსის თავკაცებთან სატრანსფერო საკითხებზე.

კონტე კარგად ერკვევა სერია ა ს სატრანსფერო წვრილმანებში.მან იცის რომას სატრანსფერო პოლიტიკა და ისიც, რომ დედაქალაქელები ხშირად ყიდიან სეზონის ბოლოს მნიშვნელოვან ფეხბურთელებს კარგ ფასად.

კონკტეს ასევე აკავშირებ თავის ყოფილ კლუბთან იუვენტუსთან და საუბრობენ, რომ ის შეეცდება იუვედანაც დაიმატოს რამდენიმე ფეხბურთელი. საუბარია კოსტას მანოლასზე და ლეონარდო ბონუჩიზე.

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend