გააოცეთ ყველა ძალიან გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი შოკოლადის ტორტით!


ამ რეცეპტმა ჩემი ყურადღება თავისი სიმარტივით მიიპყრო. ტორტის მომზადება ცოტა დროს მოითხოვს, ამასთან ერთად კვერცხი, რძე და კარაქი საჭირო არ არის.

ინგრედიენტები :

• 1.5 ჭიქა ფქვილი
• 3 სუფრის კოვზი კაკაო
• 1 სუფრის კოვზი შაქარი
• 1 ჩაის კოვზი საფუარი
• 0.5 ჩაის კოვზი მარილი
• 1 ჩაის კოვზი ძმარი
• 1 ჩაის კოვზი ვანილი
• 5 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
• 1 ჭიქა წყალი

მომზადება:

1. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. დასაწყისისთვის აურიეთ ერთმანეთში მშრალი ინგრედიენტები.

2. საშუალო ფორმის ჭურჭელში აურიეთ ძმარი, ვანილი და მცენარეული ზეთი. დაუმატეთ მშრალ მასას. შემდეგ დაასხით წყალი და აურიეთ მანამდე, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.

3. 35 წუთის განმავლობაში აცხვეთ ტორტი. გამოღების მერე, როცა გაგრილდება, მორთეთ თქვენი საყარელი გლაზურით.

4. გამოდის ექსტრა-კლასის ტორტი . დაბალკალორიულობის გამო , ის შეგიძლიათ მიირთვათ დიეტის დროსაც.

ასევე დაგაინტერესებთ: კეფირის ტორტი – მარტივად მოსამზადებელი, ჰაეროვანი დესერტი, რომელიც ყველას მოეწონება!